საფრანგეთის გვიანას “რეგიონალური გერბი”

“საფრანგეთის გვიანას რეგიონალური გერბი” - წარმოადგენს,სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (კარიბის ზღვასთან) მდებარე,საფრანგეთის ერთ-ერთი დეპარტამენტის – “საფრანგეთის გვიანას” უმთავრეს სიმბოლოს.იგი წარმოადგენს ფარის ფორმას,რომელიც შედგება სამი ერთი ზომის მქონე,თუმცა სხვადასხვა ფერის ელემენტებით.ლურჯ ფონზე გამოსახულია ფრანგული ოქროსფერი ყვავილი ლილია,რაც ერთგვარად გამოსახავს საფრანგეთის მონარქიის სიმბოლოს და მიუთითებს იმას,რომ აღნიშნულ ტერიტორიას ფლობს საფრანგეთის სახელმწიფო.(ავტორი გენია.ჯი).ზემოთა ფონზე გამოსახული ციფრი – 1643,აღნიშნავს რეგიონის,საფრანგეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლის თარიღს.

გერბის წითელ ფონზე გამოსახულია ოქროთი “დახუნძლული” ნავი,მდინარის ტალზებზე,რაც სიმბოლურად გამოხატავს აღნიშნული ტერიტორიის ბუნებრივ სიმდიდრეს.

გერბზე გამოსახული მწვანე ფონზე,გამოსახულია წყლის ლილიის სამი ყვავილი,რომელიც სიმბოლოა აღნიშნულ ტერიტორიაზე მყოფადი ცოცხალი ბუნების.

საფრანგეთის გვიანა თავდაპირველად,ესპანელთა მიერ იქნა აღმოჩენილი 1499 წელს,თუმცა მათ მის მიმართ დიდი ინტერესი არ გამოუხატავთ.(ავტორი გენია.ჯი).რეგიონში ფრანგი კოლონისტები,პირველად 1604 წელს გამოჩნდნენ.XVII-XVIII საუკუნეებში ტერიტორიის ხელში ჩაგდება არაერთხელ სცადა ინგლისმა და ნიდერლანდებმა,თუმცა უშედეგოდ.საბოლოოდ – გვიანაში,სრული ძალაუფლება ფრანგებმა 1817 წელს გაიმყარეს და მას შემდეგ იგი ფრანგული სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა.(ავტორი გენია.ჯი)