კეფალეს ფილოსოფიიდან…
“კაცს,რომელიც გრძნობს,რომ სიკვდილი უკვე კარზე უკაკუნებს,შიში იპყრობს და იმნაირი აზრები უტრიალებს თავში,უწინ სიზმრადაც რომ არ მოლანდებია.ძველი თქმულებები და გადმოცემები ჰადესზე, – კერძოდ,იმ სასჯელზე,რასაც თავიდან ვერ აიცილებს ვერავინ,ვინც უსამართლოდ გალია ეს წუთისოფელი, – აქამდე სასაცილოდაც რომ არ ჰყოფნიდა,ახლა მთელ სულს უფორიაქებს: ვაითუ ყოველივე ეს სიმართლე იყოსო. (ავტორი გენია.ჯი) და ის,სიბერისათვის ნიშნეული სიძაბუნისა თუ საიქიოსთან სიახლოვის წყალობით,უფრო თვალნათლივ ხედავს ყველაფერს.ამიტომაც უნდობლობითა და შიშით ევსება სული,ცდილობს თვალი გადაავლოს წარსულს და გაიხსენოს,ხომ არავის მოჰქცევია უსამართლოდ.თუ თავისი ცხოვრების მანძილზე მრავალი უსამართლობა ჩაუდენია,ანაზდეულად გამოღვძებული ბავშვივით შემკრთალი და დაფეთებული მომავლისაგან სიავის მეტს არა მოელის.ხოლო თუ არავითარი წილი არ უდევს უსამართლობაში,ყოველთვის თან ახლავს სანუკვარი იმედი,სიბერის კეთილი ძიძა”. (ავტორი გენია.ჯი)
“სიმდიდრე მართლაც დიდი სიკეთეა,მაგრამ ყველასთვის კი არა,მხოლოდ წესიერი და ჭკუადამჯდარი კაცისთვის.გწამდეს,რომ არავინ მოგიტყუებია,უნებლიეთაც კი არ დაგცდენია სიცრუე,არც არავისთვის დაგიკლია რაიმე: ღმერთისთვის – მსხვერპლთეწირვა,კაცისთვის – შემწეობა, და, ამრიგად,საიქიოს მიმავალს თან არ მიგდევს შიში, – აი,ყველაზე დიდი სიკეთე,რასაც კაცს ანიჭებს სიმდიდრის ფლობა.თუმცა სიმდიდრეს ბევრი სხვა უპირატესობაც ახლავს,მაგრამ ყველაფერი კარგად რომ ავწონ-დავწონოთ,ჭკუადამჯდარი კაცისთვის ყველაზე დიდი სიკეთე მაინც სამართლია,რომლითაც საუბედუროდ ასე მცირედითა ვართ ადამიანები დაჯილდოვებული”. (ავტორი გენია.ჯი)