სოკრატეს ფილოსოფიიდან…
“ღირსეული ადამიანები უარს აცხადებენ მმართველობაზე.მათ არც თქვენი ფული უნდათ და არც პატივი: მათ არ სურთ დაქირავებულად იწოდებოდნენ,აშკარად რომ იღებენ გასამრჯელოს, – და არც ქურდებად,მალულად რომ ითბობენ ხელს თავიანთი თანამდებობის წყალობით.თავის მხრივ,არც პატივი იზიდავს მათ,რაკიღა მათთვის უცხოა პატივმოყვარეობა. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ მხოლოდ სასჯელის შიში თუ აიძულებთ,ხელში აიღონ მმართველობის სადავე.აი,რატომ ითვლება სამარცხვინოდ,იძულებით კი არა ნებაყოფლობით მიელტვოდე ძალაუფლებას.ხოლო ყველაზე უარესი სასჯელი ისაა,რომ შენზე უარესი მოგევლინოს მბრძანებლად.მე მგონია,სწორედ ამნაირი სასჯელის შიში აიძულებს ადამიანებს,თანხმობის ნიშნად განაცხადონ,მზადა ვართ სათავეში ჩავუდგეთ ხელისუფლებასო,მაგრამ იმიტომ კი არა,თითქოს სასიკეთოდ და სასიამოვნოდ მიაჩნიათ ეს,არამედ აუცილებლობის კარნახით,რაკიღა საშუალება არა აქვთ,მათზე უფრო უკეთესს ან მათსავე მსგავსს გადააბარონ ეს საქმე.
სახელმწიფო რომ მხოლოდ ღირსეული ადამიანებისაგან შედგებოდეს,ყველა ერთმანეთს შეეცილებოდა იმის უფლებას,რომ უარი ეთქვათ მმართველობაზე,ისევე,როგორც ამჟამად ეცილებიან ძალაუფლებას.მაშინ აშკარა გახდებოდა,რომ ჭეშმარიტი მმართველი იმისთვის კი არ იღწვის,რაც მისთვის ხელსაყრელია,არამედ იმისთვის,რაც სასარგებლოა მისი ქვეშევრდომებისათვის.ამის მცოდნე ყოველი კაცი ამჯობინებდა,თვითონ კი არ ეზრუნა სხვების სასიკეთოდ და საკეთილდღეოდ,არამედ სხვებს ეზრუნათ მასზე”. (ავტორი გენია.ჯი)