გლავკონის ფილოსოფიიდან…
“როგორც ამბობენ,ბუნების თანახმად,უსამართლობის ჩადენა კარგია,მისი ატანა კი – ცუდი; მაგრამ უსამართლობის ატანა გაცილებით უფრო ცუდია,ვიდრე მისი ჩადენაა კარგი.ამიტომ,მას შემდეგ,რაც ადამიანებმა გემო გაუგეს ერთს და იწვნიეს მეორე,ესე იგი მიხვდნენ,რასაც ნიშნავდა უსამართლობის ჩადენაც და მისი ატანაც, – რაკიღა შეუძლებელი შეიქმნა ცხოვრების წესად ექციათ მხოლოდ ერთი და თავიდან აეცილებინათ მეორე,უფრო ხელსაყრელად მიიჩნიეს,შეთანხმებოდნენ ერთმანეთს,რათა აღარ ჩაედინათ უსამართლობა და აღარ ვნებულიყვნენ მისი ატანით.აქედან იღებს დასაბამს კანონმდებლობაც და ორმხრივი ხელშეკრულებებიც.სწორედ კანონისეულ დადგენილებებს ეწოდა კანონიერებაც და სამართლიანობაც. (ავტორი გენია.ჯი) ასეთია სამართლიანობის დასაბამიც და არსიც,სამართლიანობისა,რომელსაც საშუალო ადგილი უჭირავს უდიდეს სიკეთესა და უდიდეს ბოროტებას შორის: რადგანაც უსამართლობის ჩადენა ისე,რომ დაუსჯელი დარჩე,ყველაზე დიდი სიკეთეა,ხოლო უსამართლობის ატანა,როცა სამაგიეროს მიგება არ შეგიძლია, – ყველაზე დიდი ბოროტება.ამ ორ უკიდურესობას შორის მდებარე სამართლიანობა სასურველია არა როგორც სიკეთე,არამედ პატივდებულია მხოლოდ მათ მიერ,ვისაც უსამართლობის ჩადენის თავი არა აქვს.რადგანაც,ვისაც უსამართლობის ჩადენის უნარი შესწევს,აზრადაც არ მოუვა – თუკი,რა თქმა უნდა,სრულ ჭკუაზეა, – ხელშეკრულების დადება იმის თაობაზე,რომ დაუშვებელია უსამართლობის ჩადენა ან მისი ატანა.აი,რანაირია სამართლიანობის ბუნება და მისი დასაბამი,მავანთა მსჯელობის თანახმად.
სამართლიანობის მიმდევრები მხოლოდ თავისდა უნებურად და იმის გამო მისდევენ მას,რომ უსამართლობის ჩადენის ძალი არ შესწევთ.ადამიანი თავისი ნებით კი არ ირჩევს სამართლიანობას,არამედ იძულებით,რადგან საკუთრივ სამართლიანობა არავის მიაჩნია სიკეთედ, და თუ უსამართლობის ჩადენის საშუალება მიეცა,ხელიდან არ გაუშვებს ამ შესაძლებლობას.ეს იმიტომ,რომ უსამართლობა ყველას უფრო ხელსაყრელი,უფრო სასარგებლო ჰგონია,ვიდრე სამართლიანობა; და მართებულადაც ჰგონიაო,იტყვის,ამ თვალსაზრისის მომხრე.თუ ამნაირი ძალაუფლების მფლობელი კაცი ერთხელ მაინც არ მოიქცევა უსამართლოდ და ხელს არ ახლებს სხვის ავლადიდებას,ყველაზე პირფერულად მოჰყვებიან მის ქება-დიდებას,მაგრამ მხოლოდ იმის შიშით,რომ თვითონ მათ არა ევნოთ რა.აი,ასეა საქმე”. (ავტორი გენია.ჯი)