თრასიმაქეს ფილოსოფიიდან…
“სამართლიანი კაცი ყველგან წაგებული რჩება უსამართლოსთან შედარებით.უწინარეს ყოვლისა,ეს ეხება კერძო პირთა ურთიერთობას: როცა ორივე ერთსა და იმავე საქმეს ასრულებს,ვერსად ნახავ,რომ საბოლოო ანგარიშწორებისას სამართლიანი კაცი უსამართლოზე მეტს იღბდეს; პირიქით,პირველის წილად ყოველთვის გაცილებით ნაკლები მოდის. (ავტორი გენია.ჯი) იგივე ითქმის სახელმწიფოსადმი დამოკიდებულებაზედაც,ვთქვათ,გადასახადების გადახდისას: ორივე მათგანი თანაბარი შეძლების პატრონიც რომ იყოს,უსამართლო კაცი გაცილებით ნაკლებს იხდის,ვიდრე სამართლიანი; ხოლო როცა მათ უხდიან გასამრჯელოს,უსამართლოს ყოველთვის მეტი ხვდება სამართლიანთან შედარებით.თუ ერთიცა და მეორეც სახელმწიფო მოხელეა,სამართლიანი კაცი,სხვა მხრივ წარმატებითაც რომ ართმევდეს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს,მოუცლელობის გამო ძველებურად მაინც ვეღარ უძღვება ოჯახს, და ვერც თავის თანამდებობას იყენებს სარფიანად,სწორედ იმიტომ,რომ სამართლიანი კაცია. (ავტორი გენია.ჯი) ეგეც არ იყოს,სულ ადვილად შეიძლება მტრად მოიკიდოს ნათესავები და ნაცნობ-მეგობრებიც,რადგანაც ვერავის წააშველებს ხელს,თუკი ეს ეწინააღმდეგება სამართლიანობას.უსამართლო კაცს კი არც სახელი აკლია და არც სახრავი.
მართებულად უნდა განსაჯო,რამდენად უფრო ხელსაყრელია ყოველი მოკვდავისათვის უსამართლობა,ვიდრე სამართლიანობა.ამის გაგება უფრო გაგიადვილდება,თუ აიღებ უსამართლობას მისი ყველაზე სრული სახით,როცა წარმატებას აღწევს სწორედ ის,ვისაც ფეხებზე ჰკიდია სამართლიანობა.უდიდესი სიბრალულის ღირსია ის,ვინც თვითონვე იწვნია უსამართლობა,მაგრამ მაინც ვერ გაბედა გაელაშქრა სამართლიანობის წინააღმდეგ.ავიღოთ თუნდაც ტირანია,ხან მალულად,ხან კი მოძალადურად რომ მიიტაცებს და ისაკუთრებს იმას,რაც არ ეკუთვნის: სატაძრო თუ სახელმწიფო,პირადსა თუ საზოგადოებრივ საკუთრებას, და თანაც,თანდათან კი არა,არამედ ერთბაშად,ერთის დაკვრით. (ავტორი გენია.ჯი) თუ ვინმე სამართლიანობის ნაწილობრივ დარღვევაში მაინც ამხილეს,საცოდავს სასტიკი სასჯელი და თავსლაფის დასხმა ელის; მკრეხელი,ადამიანებით მოვაჭრე,მძარცველი,ქურდი, – აი,რა სახელებით ამკობენ ამნაირ ბოროტმოქმედთ.მაგრამ თუ ვინმე მთელ ავლადიდებას წაართმევს მოქალაქეებს და ამასაც არ აკმარებს, – მონებად აქცევს, – ამ სამარცხვინო მეტსახელთა ნაცვლად,სვებედნიერს უწოდებენ და ქება-დიდებას ასხამენ არა მარტო თანამოქალაქენი,არამედ უცხოელებიც,რადგან იციან,რომ მან ბოლომდე აღასრულა უსამართლობა.თვით უსამართლობის მგმობელნიც კი მხოლოდ იმიტომ გმობენ მას,რომ ეშინიათ,ვაითუ ჩვენ შევიქმნეთ უსამართლობის მსხვერპლიო.მკვეთრად საგრძნობი და აშკარა უსამართლობა გაცილებით უფრო ძლიერია სამართლიანობაზე,უფრო ყოვლისმძლე,თავისუფალი კაცისათვის უფრო მეტად ნიშნეული და ბატონკაცური; სამართლიანობა,როგორც იმთავითვე მოგახსენეთ,ის გახლავთ,რაც ხელსაყრელია უძლიერესისათვის,უსამართლობა კი თავისთავადაა სასარგებლო და ხელსაყრელი”. (ავტორი გენია.ჯი)