გიორგი ლეონიძე – ვახტან VI-ეს შესახებ წერდა…
“რამდენი განწირულება და დაცემაა ხელმწიფის დიდებაში! ყველაზე ქაოსურ ეპოქაში ის მოვიდა,როგორც დაგვიანებული ჰარუნ-ალ-რაშიდი.“ქილილა და დამანას” მთარგმნელი და “დასტურლამას” ბრძენი დამწერი იძულებულია შუბი ატრიალოს და წვრილთვალა რკინა ჩაიცვას. (ავტორი გენია.ჯი) ძალაუნებურად აქ გინდა დაიჯერო ინდუსთა მითი “ავატარა”-ტიპებისა და ხასიათების გაცხადებაზე,რომელსაც იგონებს სენ-ვიქტორიც,დასარწმუნებლად,რომ ვახტანგ VI თითქოს რომის იმპერატორი მარკუს ავრელიუსია,რომელიც XVIII საუკუნის ცისკარზე გაება საქართველოში,რასაკვირველია,უფრო მცირე გამოცხადებით და უფრო ვიწრო წრეში,თუმცა იმავე სიწმინდის განკაცებით…
ვახტანგმა პირველმა უარყო აღმოსავლეთი და საშინელი წყურვილით ეძებდა ევროპის ორიენტაციას.ბოლოს დაადგა კიდეც მას (რუსეთით).თუმცა მის პირველ მსხვერპლად შეიქმნა თვითონ,თავის ოჯახით. (ავტორი გენია.ჯი) მან უპირველესმა განიცადა ის ცეცხლები და გრიგალები,რომლებშიც მერე ჩაიწვა ერეკლე II… მან გააკეთა,რამდენიც შეეძლო.ის იყო წმინდა მოწამე საქართველოსთვის,თუმცა წინამძღვრობდა იმ საუკუნეს,რომელსაც არ ეკუთვნოდა… საომარ კარვებში სწერდა წიგნებს,რომელნიც გვხიბლავენ დინჯი ოსტატობით და მჭრელი ჭკუით… სიკვდილმა უსწრო მას შორეულ ასტრახანს.საქართველო არ იყო მისი ღირსი… ამ დროს,ის დაიწვა საქართველოთი,როგორც არავინ და საქართველომ მოაშთო იგი…
ძველი ელინი ისტორიკოსი ალბათ იტყოდა მის სიკვდილზე:
“ნუ სტირით მას,აღმერთეთ იგი.ის ღმერთებმა დაუთმეს ადამიანებს,ახლა კი ისევ ღმერთებს დაუბრუნდა!” (ავტორი გენია.ჯი)