ვაჟურმიჰრი – “ნარდში ჩადებული სიბრძნე”

არქეოლოგთა მტკიცებით,მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გავრცელებულ სამგიდო თამაშს – ნარდს,ადამიანი ჯერ კიდევ 5 000 წლის წინათ თამაშობდა.ყველაზე ძველი ნარდის სათამაშო დაფა აღმოჩენილ იქნა თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე,შაჰრი-სუჰტეს უძველესი არქეოლოგიური კვლევების დროს.იგი დათარიღებულ იქნა ჩვ.წ.აღ-მდე 3 000 წლით. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ნარდის მსგავსი ანალოგი,აღმოჩენილ იქნა ეგვიპტის ლეგენდარული ფარაონის – ტუტანჰამონის აკლდამაშიც,რომლის ასაკი ჩვ.წ.აღ-მდე XV საუკუნით განისაზღვრება.თუმცა იგი განსხვავდებულია ირანის ტერიტორიაზე აღმოჩენილი (შედარებით თანამედროვე) ნარდის სახეობისაგან.თვდაპირველად,ახალ სამაგიდო თამაშს ვაჟურმიჰრმა სახელად – “ნარდ-შირი”,ანუ – “ხის პოლიგონი” უწოდა.მოგვიანებით,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მას სხვადასხვაგვარივე სახელებით მოიხსენიებდბნენ.მაგალითად,ესპანელები – tablero,იტალიელები – tavola reale,თურქები – tavla,ფრანგები – trictrac,ინგლისელები – backgammon,ხოლო სხვა ერები უბრალოდ – “სამაგიდო თამაშად” მოიხსენიებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მისი თამაში,III ათასწლეულის პერიოდის სპარსეთში ერთგვარი სიმბოლური და მისტიკური დანიშნულების მატარებელი გახლდათ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ პირველი ჩანაწერები ნარდის შესახებ,სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი მისი დანიშნულება,წესები და ზოგადად თამაშში ჩადებული სიბრძნე,დაწერილ იქნა თავად “ნარდ-შირის” სახელის დამრქმევისაგან,სპარსი – ვაჟურმირჰის მიერ.იგი წერდა:

“დაფის სტრუქტურა და ქვების რაოდენობა კალენდარსა და ასტრონომიულ სწავლებას უკავშირდება.მისი დაფა,გამოსახავს მიწას,ხოლო ქვები კი – ადამიანებს.მოთამაშეები ორი დაპირისპირებული სამეფოს მეფეები არიან,კამათლების შედეგი კი განგების ნებაა.ამრიგად,”ნარდ-შირის” თამაში,როგორც ცხოვრებაში,მეფენი (მოთამაშეები) მართავენ თავიანთ ხალხს ისევეა (ქვებს),ოღონდ განგების ნებასთან შესაბამისი (კამათელზე გამოსახული შედეგებით).თამაშის დასაწყისში დაფაზე ქვების მწკრივებად განლაგება ქვეყნის მოსახლეობის დიდსა და პატარა ქალაქებში განაწილებას აღნიშნავს,თითოეული ქვის გადაადგილება კი იმ ადამიანის ცხოვრების გზას იმეორებს,რომელიც ქვეყნისა და მეფის სამსახურში მყოფია.იგი აგებს ქალაქებს,იცავს სამშობლოს,ეომება სხვა ქვეყნის ხელმწიფეთა ჯარს… საკუთარ კედლებში,მშვიდობიან გარემოში აღსასრულს,გამოსახავს ნარდის თამაშის ფინალურ ეტაპზე ქვების სათამაშო დაფიდან გაყვანა (საკუთარი “კარიდან” გაყვანა).ამრიგად,ერთ-ერთი მოთამაშის გამარჯვება,რომელიც სრულიად გაიყვანს ქვებს თავისი “კარიდან”,აღნიშნავს შემდეგს: “მეფე წარმატებულია და ქვეყანას მაშინ მართავს სწორად,თუკი ადამიანები თავიანთ ცხოვრების გზას,ბუნებრივი ფაქტორებისა და მტრული სახელმწიფოების ზემოქმედების გარეშე,მშვიდად გაივლიან და იმქვეყნად “საკუთარი კედლებიდან” გაემგზავრებიან”. (ავტორი გენია.ჯი)