“ალჟირის ეროვნული დროშის” შესახებ…
“ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა” - წარმოადგენს ჩრდილოეთ აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის,ხმელთაშუა ზღვის და აფრიკის კონტინენტის სიდიდით პირველი,ხოლო მსოფლიოს მეათე სახელმწიფოს – ალჟირის უმთვარეს (გერბთან ერთად) სახელმწიფო სიმბოლოს.იგი შედგება ორი თანაბარი მოცულობის მქონე ზონით,რომელთაგან ერთი თეთრია,ხოლო ერთი მწვანე.ცენტრში განთავსებულია ნახევრამთვარისა და ვარსკვლავის გამოსახულებები.თეთრი ფონი ერთგვარი სიმბოლოა – სისუფთავისა,ხოლო მწვანე ფონი კი – ისლამის ფერია.გარდა ამისა ისლამურ სიმბოლოს წარმოადგენს დროშაზე დატანილი ნახევარმთვარეც.აღნიშნული დროშა ალჟირისა,ძალიან ჩამოჰგავს ალჟირის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის (XIX საუკუნე) და მისი ერთ-ერთი უმთავრესი ლიდერის,ალჟირის ეროვნული გმირის – აბდ ალ-კადირის (1808-1883 წლები),მიერ გამოყენებულ დროშას.
1958-1962 წლებში,ალჟირის დევნილი მთავრობის დროშაც,ანალოგიური გახლდათ,იმ განსხვავებით,რომ თეთრ ფონს უფრო მეტი ადგილი ეკავა,ვიდრე მწვანეს. (ავტორი გენია.ჯი).საბოლოოდ აფრიკის პარლამენტის მიერ 1962 წლის 3 ივლისს,დამტკიცებულ იქნა – ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული დროშა,იმავე ფორმით,როგორც ზემოთ განთავსებულ სურათზეა წარმოდგენილი.