მურმან ლებანიძე – “აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს”
აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს_
ეს კაცია,ალბათ თურქის თემის…
და მე ვყვირი: _
ჩემს სისხლს დალევს უწინამც!
და მე ვმღერი:
_ აფხაზეთი ჩემი!
როსმე “არგო” (სხვა ხომალდი გუშინაც!)
მოაპობდა ზვირთებს ნიჩბის ცემით…
და მე ვყვირი: _მკვდარსაც მნახვენ უწინამც!
და მე ვმღერი:
_აფხაზეთი ჩემი!
ზღვაო პონტის! რიფებს მალავ უჩინარს_
არაერთის ზედ მიემსხვრა გემი…
და მე ვყვირი: _ოხ,უწინამც,უწინამც!
და მე ვმღერი:
_აფხაზეთი ჩემი!