ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველის მოსაზრებები…
1. „მე მმართველებს ვასწავლიდი, როგორ გამხდარიყვნენ ტირანები, ხოლო ქვეშევრდომებს – მათგან თავის დახსნას”.
* * *
2. „რელიგიას მე მივიჩნევ სათამაშოდ და ვამტკიცებ: არ არსებობს ცოდვა, არსებობს სისულელე”.
* * *
3. „სიმართლე რომ ვთქვათ, მე ვცდები ჩემს თანამოქალაქეებთან დაკავშირებით: მათ ისეთი მოქადაგე უნდათ, რომელიც სამოთხეში მოხვედრას ასწავლის, მე კი ისეთის მოძებნა მინდა, რომ ეშმაკს გაუგზავნოს ისინი”.
* * *
4. „წმინდა გზა სამოთხისკენ – ეს არის: კარგად შეისწავლო გზა ჯოჯოხეთისაკენ, რათა მისი აცილება შეძლო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
5. „ადამიანები ბევრად უფრო აღშფოთდებიან მაშინ, როდესაც მამულს კარგავენ, ვიდრე მაშინ, როდესაც ძმას ან მამას უკლავენ, რადგან ადამიანებს შეუძლიათ დაივიწყონ სიკვდილის შესახებ, მაგრამ არა საკუთრების შესახებ. – (ავტორი გენია.ჯი)