ესპანეთის “წმინდა ინკვიზიცია”

“ინკვიზიცია” - ლათინური სიტყვაა და სიტყვა სიტყვით აღნიშნავს – “გამოძიებას”. XV საუკუნის ბოლოსათვის არაგონისა და კასტილიის სამეფოთა გაერთიანებით დასრულდა მძლავრი ესპანური მონარქიის ჩამოყალიბება.კათოლიკე მონარქებმა – ფერდინანდმა და ისაბელმა თავიანთი ძალაუფლება განავრცეს თითქმის მთელი ესპანეთის ტერიტორიაზე და მუსლიმთა უკანასკნელი სამყოფლის,გრანადის ციხესიმაგრის აღებით დაასრულესესპანეთის გაერთიანება.რითიც მოისპო მუსლიმთა ბატონობა იბერიის ნახევერკუნძულზე.ესპანეთში როგორც სხვა ქვეყნებში ეკლესია მონარქიის იდეოლოგიურ საყრდენად იქცა. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია რომ ესპანეთი რომის წმინდა ტახტისადმი ყოველთვის ერთგულებითა და ფანატიზმით გამოირჩეოდა.რადგან ესპანეთს ყოველთვის უწევდა ბრძოლა ისლამური სამყაროს წინააღმდეგ,ამიტომ რომის წმინდა ტახტი ქრისტიანობის შენარჩუნების უდიდესი საშუალება იყო.

შუა საუკუნეებში ინკვიზიცია რომაული ეკლესიის ხელში გადაიქცა მძლავრ იარაღად იმათ წინააღმდეგ,ვინც რომის ტახტის ძლიერებას არ ურიგდებოდნენ.ინკვიზიციის ისტორია XII-ე საუკუნიდან იღებს სათავეს. (ავტორი გენია.ჯი) პირველი ინკვიზაციური ტრიბუნალი შექმნა რომის პაპმა ინოკენტი III-ემ,1215 წელს.ინკვიზიტორები იკვლევდნენ სხვადასხვა ერესში ბრალდებულთა საქმეებს.ბრალდებული იკითხებოდა ორი მოწმის,მდივნისა და მღვდლის თანდასწრებით.თუ კი დაკავებული არ აღიარებდა დანაშაულს მას სასტიკად აწამებდნენ,ამიტომაც იყო რომ უმრავლესობა დაკავებულებისა რაოდენ მართალიც არ უნდა ყოფილიყვნენ,ჩაუდენელ დანაშაულებს აღიარებდნენ.ამის შემდეგ ერეტიკოსი გადაჰყავდათ საპყრობილეში,სადაც კვლავ იწყებდნენ დაკავებულის დაკითხვასა და წამებას,მისი უკეთ ალაპარაკების მიზნით.თუ კი ეჭვმიტანილი აღიარებდა დანაშაულს მას “ეპიტამიას” დაადებდნენ და სიკვდილით დასჯას სხვა სასჯელით უცვლიდნენ.ხოლო თუ კი დაკავებული არ აღიარებდა დანაშაულს,მასზე სასამართლოს სიკვდილის განაჩენი გამოჰქონდა.როგორც წესი იყო,ინკვიზიტორები სისხლის დაღვრას ერიდებოდნან და სიკვდილმისჯილებს ან ახრჩობდნენ ან კიდევ კოცონზე წვავდნენ.მათი აზრით ეს უფრო ჰუმანური იყო.ინკვიზაციის ისტორია სამ პერიოდად იყოფა,პირველი,სანამ დომინიკელთა ორდენი ხელში ჩაიგდებდა 1229 წელს ტულუზის კრებაზე ხელმძღვანელობას,მეორე თავად დომინიკელთა პერიოდი XIII-XV საუკუნეები და ესპანური ინკვიზიცია,რომელმაც სათავე 1478 წელს აიღო.1478 წელს ესპანეთის მეფე ფერდინანდმა და დედოფალმა ისაბელმა პაპის ლოცვა კურთხევით შექმნეს ადგილობრივი ინკვიზიტორული ტრიბუნალი.ამიტომ ამ ქვეყანაში ნოყიერი ნიადაგი შეიქმნა ინკვიზატორთა საქმიანობისათვის.რაც დრო გადიოდა ეს საშინელი ტრიბუნალები მრავლდებოდა ესპანეთის ტერიტორიაზე,რამაც ამ სტრუქტურის გართულება და შესაბამისად ტრიბუნალის წევრთა ზრდაც გამოიწვია.თავიდან ტრიბუნალი შედგებოდა ორი იურისტისა და მეფის სამი მრჩევლისაგან,მოგვიანებით კი დაარსდა ცენტრალური ინკვიზიციური საბჭო.რომელსაც სათავეში ჩაუყენეს “მიზანთროპი” კაცი სახელად – თომას დე ტორკვემადა,რომელმაც ინკვიზიციის ისტორიაში ყველაზე საშინელი კვალი დატოვა. (ავტორი გენია.ჯი) იგი “დიდ ინკვიზიტორად” 1481 წელს დანიშნეს.მან 1484 წელს ადგილობრივი ტრიბუნალის კრება მოიწვია სადაც შეიმუშავეს ინკვიზიტორთა კოდექსი,რომელიც 28 დებულებისაგან შედგებოდა.შემდგომ კი მას კიდევ 11 დებულებაც დაუმატეს.მწვალებლების გარდა,ტორკვემადა სასტიკად უსწორდებოდა და დევნიდა ებრაელებსა და მავრებს.მათ მოსთხოვეს სარწმუნოების შეცვლა,წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიკვდილით სჯიდნენ.ამის გამო ბევრმა მიიღო კათოლიკობა.1481-1498 წლებში ტორკვემადას საშინელი მოღვაწეობის შედეგად 8800 ადამიანი კოცონზე დაწვეს,90000 ადამიანს ქონება წაართვეს,ხოლო 6500 გაქცეულის პორტრეტი დაწვეს და ამით იჯერეს გული გაქცეულზე.ინკვიზიცია ესპანეთში ზოგ რეგიონში ფანატიკოსთა გასართობ სანახაობადაც კი იქცა.თუმცა უმრავლეს რეგიონებში ის ეზიზღებოდათ,რასაც მაგალითად არაგონში ცნობილი ინკვიზიტორის – პედრო არბეუსის ეკლესიაში მკვლელობა მოჰყვა.თუმცა ამ უდიდეს მანქანას წინ მაინც ვერავინ უდგებოდა.მხოლოდ XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან მინელდა ინკვიზიციის კოცონები.ინკვიზიტორი ტრიბუნალები ესპანეთში გააუქმა ნაპოლეონ ბონაპარტის ძმამ,ჟოზეფ ბონაპარტმა (1808 წლის 4 დეკემბერს).თუმცა ფერდინანდ VII-ეს ხელშეწყობით,ის კვლავ აღადგინეს.XIX საუკუნის ოციან წლებში,ესპანურმა ინკვიზიციამ კვლავ იმძლავრა.საბოლოოდ კი ეს ჯოჯოხეთური მანქანა 1834 წელს გაუქმდა.აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ესპანური ინკვიზიცია განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.1481 წლიდან 1834 წლამდე მისი მსხვერპლი გახდა 341 021 ადამიანი,ამათგან კოცონზე დაწვეს 31 912 ადამიანი.საუკუნეების განმავლობაში “ინკვიზიცია”,ესპანეთის თვითმყრობელური სამეფო ხელისუფლებისა და კათოლიკური ეკლესიის დასაყრდენ იაღარს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი)