მუიილი

მუიილი - ინგლისურ ენაზე “Muyil”,რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც – “ჩუნიაშტე”,წარმოადგენს ძველ ნაქალაქარს,საყოველთაოდ ცნობილი მესოამერიკული მაიას ცივილიზაციისა.იგი გამორჩეული გახლდათ თავისი დახვეწილი დამწერლობით,ხელოვნებით და არქიტექტურით.გარდა ამისა,მასში მაცხოვრებელი ადამიანები გამოირჩეოდნენ იმ საოცრად დიდი მათემატიკური და ასტრონომიული ცოდნით,რომელსაც დღემდე დიდ აღტაცებასა და გაოცებაში მოჰყავს თანამედროვე,ცივილიზებული სამყარო. (ავტორი გენია.ჯი)იგი განთავსებულია კანტანა-როოს შტატის,ფელიპე-კარილიო-პუერტოს მუნიციპალიტეტში,მსოფლიოში ცნობილ სიან-კაანის ბიოსფერული ნაკრძალის ტერიტორიაზე (მექსიკა).განვითარება ქალაქმა მუიილმა IV საუკუნიდან დაიწყო,მაშინ,როდესაც პატენის აუზიდან (გეოგრაფიული რეგიონი მესოამერიკაში,თანამედროვე გვატემალას ჩრდილოეთი) დაიწყო მიგრაცია მოსახლეობისა,კიდევ უფრო ჩრდილოეთით.მიუხედავად იმისა,რომ ქალაქ მუილის განვითარების ეტაპად IV საუკუნე მიიჩნევა,არქეოლოგიური კვლევებისას არმოჩენილ იქნა კერამიკის ფრაგმენტები,რომლებიც ჩვ.წ.აღ-მდე 350 წლით თარიღდებიან.(ავტორი გენია.ჯი).”მუიილი”-ს აყვავებისა და განადგურების ხანას,მეცნიერები VIII-XVI საუკუნეებს უკავშირებენ.

“მუიილი” წარმოადგენს იმ უნიკალური არქიტექტურის მქონე ნაქალაქარს,სადაც ერთმანეთში შერწყმულია პატენური და ტიკალური არქიტექტურა.იგი აყვავების პერიოდში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო გზაზე იყო აგებული მაიას ცივილიზაციისა და შესაბამისად დიდი დატვირთვის მატარებელიც გახლდათ.სწორედ მულიიას გზით გადაჰქონდათ,იმ ეპოქაში მაიას ცივილიზაციის ხალხს – შოკოლადი,ნეფრიტი,თაფლი,მარილი და სხვა პროდუქტები.მულიიას საბოლოო განადგურებას,მაიას ცივილიზაციის დღემდე უცნობი გაქრობის მიზეზს უკავშირებენ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ “მულიია”-ს დიდებული არქიტექტურით შემკულ ქალაქს უამრავი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი სტუმრობს და რეგიონის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობადაც მიიჩნევა.