სკანდინავიის ხალხები – “ეპიზოდი”
სკანდინავიის ხალხები – (ფინელების გარდა) ძველი გერმანული ტომების შთამომავლები არიან.ისინი ორ ენობრივ ქვეჯგუფს შეადგენენ: აღმოსავლეთ სკანდინავიურს (შვედები და დანიელები) და დასავლეთ სკანდინავიურს (ნორვეგიელები,ისლანდიელები და ფარერელები).სკანდინავიელებმა (განსაკუთრებით დასავლეთ სკანდინავიელებმა) დიდი როლი ითამაშეს ადრეული შუა საუკუნეების ევროპის ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი) IX-XI საუკუნეებს ხშირად “ვიკინგების ეპოქას” უწოდებენ.ვიკინგები (ითარგმნება როგორც ზღვის ყურის მაცხოვრებლები) ანუ ნორმანები (ჩრდილოეთის ხალხები) სკანდინავიელი მეკობრეების და მარბიელების ზოგადი სახელწოდებაა,რომლებიც საუკეთესო მეომრები და მეზღვაურები ყვნენ და თავიანთი სწრაფი ხომალდებით თავს ესხმოდნენ ევროპის სანაპირო ქალაქებს და ხშირად კონტინენტის სიღრმეებშიც იჭრებოდნენ.ვიკინგებმა დაასახლეს ისლანდია და ფარერის კუნძულები,აღმოაჩინეს გრენლანდია და მიაღწიეს ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროებს,შექმნეს თავიანთი სახელმწიფოები ჩრდილოეთ საფრანგეთში (ნორმანდია) და სამხრეთ იტალიაში (სიცილიაში).მათი რაზმები ზოგჯერ ბიზანტიის იმპერატორების ლაშქრობებშიც იღებდნენ მონაწილეობას.აღსანიშნავია,რომ ამ ვიკინგებს (ვარიაგების) მცირე რაზმი მსახურობდა საქართველოს მეფის – ბაგრატ IV-ის (1018-10772 წლები) არმიაშიც. (ავტორი გენია.ჯი)