დევიდ ჰარიკი – “ეპიზოდი”

ერთ-ერთ ცნობილ ინგლისელ დრამატურგს,მსახიობსა და თეატრის “დრური-ლაინის” დირექტორს,ავტორს ცნობილი პიესისა “ირლანდიელი ქვრივი” - დევიდ ჰარიკს (1717-1779 წლები),ერთ-ერთმა ინგლისელმა პარლამენტარმა კომპლიმენტის სახით უთხრა:

 - თქვენ იმდენად პოპულარული ხართ საზოგადოებაში,რომ თავისუფლად მოგანდობდნენ ქვეყნის პარლამენტში ადგილს.

რაზეც დევიდმა საპასუხოდ მიუგო:

 - დიდი მადლობა ასეთი კარგი შეფასებისათვის,თუმცა მინდა გითხრათ,რომ ბევრად მიჯობს შევასრულო როლი დიდი ადამიანისა სცენაზე,ვიდრე შევასრულო როლი დიდი სულელისა პარლამენტში. (ავტორი გენია.ჯი)