ინდუიზმი – “ეპიზოდი”
ინდუიზმის მიხედვით,საზოგადოება იყოფა ოთხ კასტად: ბრაჰმინები (სასულიერო პირები),ქშატრიები (მეომრები),ვიშაები (ვაჭრები და ხელოსნები) და შუდრები (გლეხები და მუშები).თანასწორი დამოკიდებულება,ურთიერთობა და ქორწინება დასაშვებია მხოლოდ ერთი და იმავე კასტის წევრებს შორის.მაღალი კასტის წარმომადგენელი ერიდება ურთიერთობას მასზე დაბალი კასტის წარმომადგენელთან (ბრაჰმიდები ყველა სხვასთან,ქშატრიები კი ვიშაიარებთან და შუდრებთან).განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ეგრეთწოდებული “მიუკარებლები” ანუ ჰარიჯანები (კასტის გარეშე დარჩენილები). (ავტორი გენია.ჯი) ისინი ასრულებენ ყველაზე მძიმე და ჭუჭყიან სამუშაოს.მათ არა აქვთ უფლება დაელაპარაკონ კასტების წარმომადგენლებს,ხოლო იმის გამო,რომ უწმინდურებად ითვლებიან,მათთან შეხების შემთხვევაშიც კი ნებისმიერი კასტის წარმომადგენელი ვალდებულია განიბანოს.ინდოეთის სახელმწიფო კანონმდებლობით კასტური დაყოფა აკრძალულია,თუმცარელიგიური შეხედულებების გამო,მისი სრული აღმოფხვრა ძალიან დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი)