სოკრატე – “ეპიზოდი”

გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსი და მოაზროვნე - სოკრატე (ძვ.წ.აღ-ით 470-399 წლები),ოფიციალური დოკუმენტების თანახმად,დაპატიმრებულ იქნა ღმერთების მიმართ უპატივცემულობის (მკრეხელობის) გამო.ამ და სხვა ინტრიგების გამოისობით,რომელიც სოკრატეს ირგვლივ ტრიალებდა,მას სიკვდილით დასჯა მიესაჯა.იგი გამოკეტეს ციხის ჯურღმულში და ელოდა განაჩენის სისრულეში მოყვანას,თუმცა არა ჯალათების ხელით,არამედ საკუთარი ხელითვე. (ავტორი გენია.ჯი) სანამ თავს მოიწამლავდა და სიცოცხლეს გამოეთხოვებოდა,მის მოსანახულებლად ციხეში ეწვია,მისი მეგობარი და იდეების გამზიარებელი.გულმოკლულმა მეგობარმა,სოკრატესათვის მცირედით მაინც რომ შეემსუბუქებინა მძიმე მდგომარეობა,მოიხსნა თავისი ძვირფასი ლაბადა და სოკრატეს გაუწოდა,რომელსაც თავის მხრივ,საკმაოდ “შელანძღული” (დახეული) ლაბადა ეცვა.თუმცა სოკრატემ მეგობარს საჩუქრის მირებაზე უარი განუცხადა და მიუგო:

 - ნუთუ შენ ფიქრობ მეგობარო,რომ ჩემი ლაბადა,თუნდაც დაფლეთილი,მხოლოდ სიცოცხლეში იყო ჩემთვის გამოსადეგი და სიკვდილის შემდეგ არ გამომადგება?

***

 სოკრატესთან საუბრის დროს,გენიალურმა ფილოსოფოსმა კალისტომ აღიარა,რომ მას არ შეეძლო გადაებირებინა და თავის მოწაფეებად ექცია სოკრატეს ფილოსოფიის მიმდევრები.ეს მაშინ,როცა სოკრატეს ფილოსოფიამ თავად მიიზიდა კალიოსტოს უამრავი მეგობარი და მოწაფე.აღნიშნული საკითხის შესახებ,სოკრატემ დადარდიანებულ კალიოსტოს უთხრა:

  – გეთანხმები კალიოსტო,თუმცა მიზეზი ამისა,მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ეძიო.შენ,შენივე ქადაგებებითა და ფილოსოფიით ადამიანები მარტივი გზით დაბლა ჩამოგყავს,მაშინ,როდესაც მე პირიქით,ვაიძულებ მათ ავიყვანო რთული გზით დიდ სიმაღლეზე.ჩემი ფილოსოფია შენთვის არის მიუღებელი,თორემ,თუ სიმართლეს თვალს გაუსწორებ,ბევრი ადამიანისათვის მისაღებია”. (ავტორი გენია.ჯი)