საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლების შესახებ…
ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო – საფრანგეთი,უნივერსიტეტების რაოდენობით პირველ ადგილზეა ევროპაში.დიდი ხნის განმავლობაში,ქვეყნის სამეცნიერო-კვლევითი სამიშაოს უდიდესი ნაწილი დედაქალაქზე – პარიზზე მოდიოდა.განსაკუთრებით კი,საყოველთაოდ ცნობილ,ჯერ კიდევ XII საუკუნეში დაარსებულ – სობრონის დიდებულ უნივერსიტეტზე.1960-70 იან წლებში პარიზის კონკურენტი ქალაქი გახდა ლიონი,სადაც რვა უნივერსიტეტი და ასეულობით სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ლაბორატორია იქნა განთავსებული. (ავტორი გენია.ჯი) იქვე ჩამოყალიბდა მსხვილი ტექნოპოლისი,რომელიც ორიენტირებულია ელექტრონული,ფარმაცევტული და სხვა სამეცნიერო დარგების,ახალი ტექნოლოგიების შემუშავებას და წარმოებისა.უფრო მოგვიანებით,ანალოგიური ტექნოპოლისი ჩამოყალიბდა ქალაქ ტულუზაში,სადაც სპეციალიზაციის სფერო მრეწველობის მეცნიერებაა და უმთავრეს დარგს,განსაკუთრებით აეროკოსმოსური ტექნოლოგიები წარმოადგენენ.გარდა ამისა,ახალი ტექნოპოლისები წარმოიშვა გრენობლის სამრეწველო საუნივერსიტეტო რაიონში (ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე,ნიცას მახლობლად),სადაც ხუთასამდე სახელმწიფო და კერძო ფირმაა განთავსებული ელექტროტექნიკის,ინფორმატიკის და ფარმაციის პროფილით); მარსელში,ტულონში,ექს-ან-პროვანსში,ავინიონში,ნიმში,მონპელიესა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში.სულ საფრანგეთში ორმოცზე მეტი სამეცნიერო-სამრეწველო კომპლექსია და ათეულობით უნივერსიტეტი.ამ მაჩვენებლებით იგი დომინანტი სახელწმიფო გახლავთ ევროპის სახელმწიფოებს შორის. (ავტორი გენია.ჯი)