პაჩამამა

პაჩამამა - ინგლისურ ენაზე “Pachamama”,კეჩუას ენიდან ითარგმნება,როგორც – “დედა-მიწისა”.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უმთვარეს ღვთაებას კეჩუას ხალხის (ინდიელი ხალხი მაცხოვრებელი სამხრეთ ამერიკის ტერიტორიებზე) მითოლოგიისა,რომლის მიხედვითაც პაჩამამა გახლდათ მიწისა და ნაყოფიერების ღვთაება.რამოდენიმე მითის მიხედვით პაჩამამა,იყო კაცობრიობის პირველი წინაპარი და მისი პირველსაწყისის შემქმნელი.მის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენდა ინკების ჯვარის ზემო ნაწილი,რომელსაც ჩაკანას უწოდებდნენ.

ზოგიერთი მითოლოგიის მიხედვით – პაჩამამა ცხოვრობდა მთებში და მასზე იყო სრულიად დამოკიდებული თუ როგორი მოსავალი იქნებოდა,ამა თუ იმ წელს.თუ კი მოსავალი არ იქნებოდა ისეთი,როგორიც საჭირო იყო,ამას კეჩუას ხალხი პაპაჩამას მათზე გაბრაზების და მათი დასჯის მიზეზით ხსნიდნენ,ხოლო თუკი მოსავალი კარგი და ნაყოფიერი იქნებოდა,ამ შემთხვევაშიც აღნიშნულ მოვლენას,პაპაჩამას კეთილშობილურ ბუნებას უკავშირებდნენ.გარდა ამისა,მას მიიჩნევდნენ მთებში მაცხოვრებელი ყველა ცხოველის მფარველ ღვთაებადაც.

როგორც წესი,პაპაჩამას კეჩუას ხალხი შესთხოვდა მოსავლისათვის საჭირო კარგ ამინდებს და თითოეული მაცხოვრებელი კეჩუას ხალხისა,თითო-თითო ქვას საქონლის ბაკთან აწყობდა,რასაც “აპაჩეტა”-ს უწოდებდნენ.ამის შედეგად ხშირ შემთხვევაში დაბალი სიმაღლის მქონე გორაკიც კი წარმოიქმნებოდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული მეთოდი “აპაჩეტა”-ს შექმნისა,ერთგვარად გამოხატავდა თაყვანისცემას პაჩამამას მიმართ (ავტორი გენია.ჯი).გარდა ამისა “აპაჩეტა”-ს აგებდნენ მთების ფერდობებზე,იმის სამადლობელად,რომ მათ მთებში დაუბრკოლებლად მიაღწიეს იმ დანიშნულების ადგილს,რომელიც განსაზღვრული ჰქონდათ და შესთხოვდნენ მას,რომ თავს არ დასხმოდათ მთის გარეული ცხოველები.გარდა ამისა პაჩამამას მიმართ მიძღვნილ “აპაჩეტებს” კეჩუას ხალხი სწირავდა აზელილი კოკის ფოთლებისაგან დამზადებულ ბურთულებს,რომელთაც “აკუიკო”-ს უწოდებდნენ და მათ ასხურებდნენ ჩიჩის (სიმინდისაგან დამზადებული ლუდი).იმ ადგილებს,სადაც კეჩუას ხალხი “აპაჩეტა”-ს ჰქმნიდა,წმინდა ადგილებად მიიჩნევდნენ.

დღესდღეობით ანდებში მაცხოვრებელი ინდიელი ხალხი აგვისტოში,აღნიშნავს პაჩამამას თვეს.2009 წლიდან – პაჩამამა,როგორც თაყვანისცემის სიმბოლო,ხალხისა და ბუნების ერთიანობისა,ბოლივიის სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციაშიც იქნა ასახული. (ავტორი გენია.ჯი)