“ლათინური ამერიკის” შესახებ…
“ლათინური ამერიკის” გეოგრაფიული სახელწოდებები წარმომავლობის მიხედვით,შესაძლებელია ორ ჯგუფად დაიყოს: მკვიდრი ინდიელი მოსახლეობის მიერ შერქმეული სახელები და ის სახელები,რომლებიც ევროპელებმა შეიტანეს.ლათინურ ამერიკაში,ინდიელთა ენაზე ზოგიერთი ქვეყნის სახელწოდებაა: გვატემალა,გვიანა,კუბა,ნიკარაგუა,იამაიკა,პერუ,პარაგვაი; ქალაქების – მეხიკოს,კუსკოს,გუიაკალის,ტეგულიგალპას,აკაპულკოს; აგრეთვე ვულკანების – ორისაბას და პოპოკოკატეპლის; ტბების – მარაკაიბოსა და ტიტიკაკას; მდინარეების – პარანასა და ორინოკოს სახელები.ესპანური სახელწოდებებია სან-სალვადორი (წმინდა მხსნელი ანუ ქრისტე),დომინიკა (კვირა დღე),ტრინიდადი (სამება),კოსტა-რიკა (მდიდარი ნაპირი),პუერტო-რიკო (მდიდარი ნავსადგური),ბუენოს აირესი (კეთილი ჰავა),ასუნსიონი (მიძინება).პორტუგალიური სახელწოდებებია რიო დე ჟანეირო (იანვრის მდინარე),ბელუ-ორიზონტი (მშვენიერი ჰორიზონტი),სან პაულუ (წმინდა პავლე).იტალიურ სახელწოდებას უკავშირდება ვენესუელა (პატარა ვენეცია).ლათინური სახელწოდებიდან – “არგენტუმი”-დან (ვერცხლი),მომდინარეობს ლათინური ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყნის – არგენტინის სახელწოდება,ხოლო კოლუმბია და ბოლივია ქრისტეფორე კოლუმბისა და სიმონ ბოლივარის პატივის მისაგემად დარქმეული სახელებია. (ავტორი გენია.ჯი)