“ჩინური კალენდარი”
“ჩინურ კალენდარს” საფუძვლად დაედო იუპიტერისა და სატურნის მზის გარშემო მოძრაობის დრო.იუპიტერი მზის ირგვლივ წრებუნვას 12 წელს ანდომებს,სატურნი კი 30-ს.საფუძვლად აღებული იქნა სატურნის ორი შემობრუნების დრო (ესე იგი 60 წელი),რომელიც ხუთ 12 წლიან ციკლად იყოფა,რაც 60 წლის მანძილზე მზის გარშემო იუპიტერის შემობრუნების რაოდენობაა.შესაბამისად,ჩინური კალენდარი სამოცწლიან და 12 წლიან ციკლებად იყოფა. (ავტორი გენია.ჯი) თვეების მონაცვლეობა დაფუძნებულია მთვარის ფაზებზე.თითოეულ წელს 12 ცხოველიდან ერთ-ერთის სახელწოდება აქვს.ლეგენდის მიხედვით,ეს ის ცხოველებია,რომლებიც ბუდასთან მივიდნენ სტუმრად ახალი წლია შესახვედრად: ვირთხა,ხარი,ვეფხვი,კურდღელი,დრაკონი,გველი,ცხენი,ცხვარი (თხა),მაიმუნი,მამალი,ძაღლი და ღორი.ვინაიდან თითოეულ სამოცწლიან ციკლში ერთი და იგივე ცხოველი გვხვდება 5-ჯერ 12 წლიანი შუალედით,წლის დასაზუსტებლად ჩინელები იყენებენ ფერადოვან გამას.პირველი ციკლი შავ ფერს შეესაბამება (მაგალითად: შავი დრაკონის წელი,შავი მამლის წელი და ასე შემდეგ),მეორე ლურჯს,მესამე წითელს,მეოთხე ყვითელს,ხოლო მეხუთე თეთრს.ითვლება,რომ ცხოველები თავიანთ თვისებებს გადასცემენ მათი ნიშნის ქვეშ დაბადებულებს.მაგალითად: გველი სიბრძნის სიმბოლოა,ხარი – გამძლეობის,ვეფხვი – მამაცობის,მამალი – გულწრფელობის და ასე შემდეგ. (ავტორი გენია.ჯი)