ყველას თავისი წილი “ჯვრის ტვირთვა” უწევს!
ერთ ქრისტიანს უამრავი განსაცდელი დაატყდა თავს.ჯერ უდრტვინველად ითმენდა,მერე გაუჭირდა და აწუწუნდა: “ღმერთო,ამისთანა რა შეგცოდე,რომ ასეთი მძიმე ჯვრის ტვირთვა დამაკისრეო”.იმავე ღამეს ხილვა ნახა.ერთ ადგილას მოხვდა,სადაც უამრავი სხვადასხვანაირი ჯვარი იყო დასვენებული.ვიღაცამ შესთავაზა: “ამ ჯვრებიდან,რომლის ტვირთვასაც შეძლებ,ის აირჩიეო”.კაცს ოქროს მოზრდილ ჯვარზე მიუვიდა გული,მაგრამ ძვრა ვერ უყო.მერე ბრილიანტებით გამშვენებული ვერცხლის ჯვრისკენ გაიწია,მაგრამ ვერც დაძრა ადგილიდან.სპილენძის და რკინის ჯვრები კი ასწია,მაგრამ ვეღარ წაიღო.ბოლოს ერთი პატარა,ლამაზი ჯვარი აირჩია,რომელიც ძალზე ემსუბუქა.”ეს იყოს ჩემი ჯვარიო!” – გაიფიქრა.ამ დროს ხმა მოესმა: “ეგ არის სწორედ შენი ჯვარი,რომლის ტვირთვაც უფალმა შენ დაგაკისრა.ახლა წადი და მეტად ნუღარ იდრტვინებო”.გაიღვიძა კაცმა,მადლობა შესწირა უფალს და თქვა: თუნდაც განსაცდელის ქარიშხლები წინ აღმიდგნენ,მაინც ბოლომდე ვიტვირთავ უფლის მიერ ნაბოძებ ჯვარსო. (ავტორი გენია.ჯი)