ივანე აივაზოვსკის ბიოგრაფიიდან…
გამოჩენილი რუსი მხატვარი და ერთ-ერთი საუკეთესო “მარინისტი” მსოფლიო სახვით ხელოვნებაში - ივანე აივაზოვსკი (1818-1900 წლები),ევროპაში ვასილი შტენბერგთან ერთად მოგზაურობის დროს (1880-იდან 1844 წლები),სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებს სტუმრობდა. 1841 წელს იტალიაში ყოფნისას დახატა ტილო – “ქაოსი,სამყაროს შექმნა”,რომელიც ბიბლიური თემატიკის ტილოს წარმოადგენდა.მისმა ნამუშევარმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელის კარზე,რომ რომის პაპმა – გრიგოლ XVI-ემ სასწრაფოდ და საკამოდ სარფიან ფასად შეისყიდა იგი.მალევე,მხატვრის ხელოვნებით მოხიბლულმა რომის პაპმა ივანე აივაზოვსკი “ოქროს მედლითაც” დააჯილდოვა. (ავტორი გენია.ჯი) სამშობლოში დაბრუნებულმა,თავის მშობლიურ ქალაქ ფეოდოსიაში საკუთარი სახსრებით ააგო – გიმნაზია,ბიბლიოთეკა,არქეოლოგიური მუზეუმი და სამხატვრო გალერეა.ადგილობრივი მოსახლეობა მხატვრის მიმართ დიდ პატივისცემასა და მოწიწებას გამოხატავდა.სულ აივაზოვსკიმ 6000-მდე ფერწერული ნამუშევარი შექმნა.მხოლოდ 1846 წელს,120 პერსონალური გამოფენა მოაწყო.იგი გახლდათ პარიზის,რომის,ამსტერდამისა და სანკტ-პეტერბურგის სამხატვრო აკადემიების წევრი.1842 წელს პარიზის სამხატვრო აკადემიამ დააჯილდოვა “ოქროს მედლით”.1843 წელს ფლორენციის სამხატვრო აკადემიამ აკადემიკოსის ხარისხი მიანიჭა.აღსანიშნავია,რომ ამ პერიოდში მხატვარი მხოლოდ 27 წლის გახლდათ,თუმცა იგი უკვე საკმაოდ დიდ ტალანტად იყო აღიარებული ევროპაში.ივანე აივაზოვსკი იმ იშვიათ გენიოსთა რიგს განეკუთვნება,რომელსაც სიცოცხლეშივე ხვდა წილად უდიდესი პატივი. (ავტორი გენია.ჯი)