იცით თუ არა,რომ
1. გენიალური ლეონარდო დავინჩი გახლდათ პირველი ადამიანი,რომელმაც დაადგინა,რომ მთვარის შუქი – ეს მზის შუქი იყო დედამიწიდან ანარეკლი.
2. გენიალური სერბი ფიზიკოსი და გამომგონებელი ნიკოლა ტესლა,სამხედრო სამსახურში გამოძახების შემდეგ,მთებში იმალებოდა.რათა თავი აერიდებინა მისთვის.
3. ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი ფიზიკოსი და ფუძემდებელი ელექტრომაგნიტური ველის დოქტრინისა – მაიკლ ფარადეი,მსოფლიოს 72 სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრი გახლდათ.
4. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი,დიდ მეცნიერსა და ფიზიკური ქიმიის ერთ-ერთ ფუძემდებელს მიხეილ ლომონოსოვს,პეტრე I-ის შვილად დღემდე მიიჩნევენ. (ავტორი გენია.ჯი)
5. პითაგორა ირწმუნებოდა,რომ იგი წინა ცხოვრებაში მეომარი გახლდათ და ტროას ომშიც იღებდა მონაწილეობას.
6. შესანიშნავი ამერიკელი მწერალი მარკ ტვენი,საკმაოდ აზარტული მოთამაშე გახლდათ ბილიარდისა და ხშირად თამაშობდა მას თანხაზე.
7. ჩარლი ჩაპლინი დათანხმდა გადაეხადა ალიმენტი ისეთი ბავშვისთვის,რომელიც ანალიზების რეზულტატის თანახმად მისი შვილი არ იყო. (ავტორი გენია.ჯი)
8. რუს მწერალს ანტონ ჩეხოვს,საკმაოდ დიდი არმია ჰყავდა ფანებისა,რომელთაც “ანტონოვკებს” ეძახდნენ.
9. უილიამ შექსპირი გახლავთ ის გენიოსი,რომელსაც არასოდეს არანაირი ჯილდო ან პრემია არ მინიჭებია.
10. სტალინი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხრე იყო,ისრაელის სახელმწიფოს დაარსებისა.