იაპონია – “ეპიზოდი”
ცნობილი ისტორიული მოვლენების გამო,მაშინ,როდესაც იაპონიამ მარცხი განიცადა მეორე მსოფლიო ომში და თავს დატყდა უბედურება ატომური ბომბის სახით (1945 წლის 6 და 9 აგვისტო),ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა (1946 წელი) მიიღო გადაწყვეტილება,შეეწყვიტათ ყოველგვარი ორდენებისა და მედლების გაცემა იაპონიის მოქალაქეებზე,სამხედროებსა და ზოგადად,ნებისმიერი პროფესიის ადამიანზე,გარდა კულტურის მორვაწეებისა.აქ მხედველობაში მიიღებოდა,როგორც ცოცხლები (როგორი დამსახურებაც არ უნდა ჰქონოდათ ქვეყნის წინაშე),ასევე ის გარდაცვლილებიც,რომლებიც გმირულად დაიღუპნენ ბრძოლაში.ერთადერთი საზოგადოებრივი ჯილდო,რომელიც დარჩა იაპონიაში გახლდათ – “კულტურის მედალი”. (ავტორი გენია.ჯი) აკრძალვა არ ვრცელდებოდა მხოლოდ საიმპერატორო ოჯახის წევრებისა და უცხოელების დაჯილდოებებზე. 1963 წლიდან იაპონიის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალა და ზოგიერთ მედალს დაუბრუნა ადრინდელი ოფიციალური სტატუსი (გარდა “ოქროს ძერისა” და კიდევ რამდენიმე მედლისა).შესაბამისად,დაწყებულ იქნა დამსახურებისდა მიხედვით თავიანთი მოქალაქეების დაჯილდოება,თუმცა ეს ეხებოდა მხოლოდ ცოცხალ მოქალაქეებს (რიგი პროფეაიების შეზღუდვით) და არამც და არამც გარდაცვლილებს. 1964 წლიდან კი,როგორც იქნა იაპონიის მთავრობამ დაიწყო იმ გარდაცვლილების დაჯილდოება,რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ბრძოლებში,ან ტყვეობაში დაიღუპნენ.გარდა ამისა,სრული სახით განახლებულ იქნა სამოქალაქო პირების დაჯილდოება. 1988 წლისათვის,უკვე გაცემული იყო 2,049,071 ჯილდო და მედალი. 90% გაცემული ჯილდოებისა შეადგენდა – “ამომავალი მზის” მე-7 და მე-8 ხარისხის მედლებს. (ავტორი გენია.ჯი)