ყველაზე დიდი ლექსიკონი – “Deutsches Wortetbuch”
მსოფლიოში,დღემდე არსებულ ყველაზე დიდ ლექსიკონად,მიჩნეულია ცნობილი გერმანელი ლინგვისტებისა და ავტორების “ძმები გრიმების ზღაპრებისა” – ვილჰელმ და იაკობ გრიმების მიერ შექმნილი ლექსიკონი - “Deutsches Wortetbuch”.მისი შექმნა,უდიდესმა გერმაელმა მეზღაპრე ძმებმა 1854 წელს დაიწყეს,ხოლო საბოლოო სახე,მათი გარდაცვალების შემდეგ 1971 წელს მიეცა.ეს გახლავთ გერმანული ენის ლექსიკონი,რომელიც შედგება 34 519 გვერდისაგან და გამოცემულ იქნა 33 ტომად. (ავტორი გენია.ჯი) უდიდესი ლექსიკონი შეიცავს 600,000 გერმანული სიტყვის განმარტებას.ჯერ კიდევ 1838 წელს ძმებ გრიმებს,წიგნის გამომცემლებმა ლაიფციგიდან ვინმე – რაიმელმა და ჰირცელმა,შესთავაზეს შეექმნათ ლექსიკონი,რომელიც თანამედროვე ლინგვისტური მეცნიერების შესაფერისი იქნებოდა.მათ მიიღეს შემოთავაზებული წინადადება და დაიწყეს მუშაობა,თუმცა,სიცოცხლეში მოასწრეს მხოლოდ ასოების – <A>,<B>,<C>,<D> და <E> სრული სიტყვების ლექსიკონის შექმნა.გრიმების გარდაცვალების შემდგომ,ლექსიკონზე მუშაობა განაგრძო “გიოტინგენის უნივერსიტეტის” და ბერლინის მეცნიერთა აკადემიის საუკეთესო თანამშრომლებმა.საბოლოოდ დასრულებული სახე მსოფლიოში უდიდესმა ლექსიკონმა 1971 წელს მიიღო.საერთო ჯამში - ”Deutsches Wortetbuch”,სრულყოფილად წარმოებას - 117 წელიწადი დასჭირდა.დღეს კი მუშაობა მიმდინარეობს ამ უნიკალური ლექსიკონის,ელექტრონული ვერსიით გამოცემაზე. (ავტორი გენია.ჯი)