ცუკიოსუმი
ცუკიოსუმი - იაპონური მითოლოგიის მიხედვით წარმოადგენდა – მთვარის ღმერთს.იგი იყო “სინტოისკების პანთეონის” ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაებისა და მზის ღმერთის – ამატერასუს,უმცროსი ძმა.მას შემდეგ რაც ცუკიოსუმმა მოკლა საკვებისა და ნათესი კულტურების ღმერთი – უკემოტი,იმდენად განარისხა საკუთარი და ამატერასუ,რომ მათ შორის დიდი კონფლიქტი წარმოიშვა. (ავტორი გენია.ჯი) ამატერასუს ძმის დანახვაც კი აღარ სურდა,რის გამოც ცუკიოსუმი მთვარის ღმერთად აქცია და თავისი სასახლიდან სხვა სასახლეში გააძევა საცხოვრებლად.ამატერასუს ასეთ საქციელს მიზნად,მზისა და მთვარის ერთმანეთისაგან დაცილება წარმოადგენდა.ფაქტიურად – ცუკიოსუმი,როგორც მთვარის ღმერთი,ვეღარასოდეს შეძლებდა ეხილა მზის ამობრწყინების დიდებული პანორამა,რაც ესოდენ იზიდავს ნებისმიერ სულიერს.იაპონური მითოლოგიის თანახმად,სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ მზე და მთვარე ერთად ვერასოდეს ჩნდებიან ცაზე და შესაბამისად ერთმანეთსაც ვერასოდეს “ხვდებიან”. (ავტორი გენია.ჯი)