ლუდოვიკო IX წმინდა – “ეპიზოდი”
საფრანგეთის მეფის (კაპეტინგების დინასტიიდან) - ლუდოვიკო IX წმინდას (1214-1270 წლები) მიერ,ოფიციალურად იქნა შემოღებული ქალ-ჯალათთა სრულიად ახალი სახელმწიფო ინსტიტუტი.სიახლე მდგომარეობდა იმაში,რომ საფრანგეთის ისტორიაში,პირველად იქნა დაკანონებული “სუსტი სქესის” წარმომადგენელთა “ჯალათებად” ქცევა.შესაბამისად XIII საუკუნის საფრანგეთში ჯალათი მამაკაცების გარდა,არსებობდნენ ქალი-ჯალათებიც.მათ უმთავრეს ფუნქციას კი წარმოადგენდა ადმინისტრაციული წესების დამრღვევ ქალთა დასჯა.ლუდოვიკომ IX-ემ 1269 წელს ამ საკითხის ირგვლივ,გამოსცა ბრძანება,რომელშიც სიტყვასიტყვით ეწერა:
“ის,ვინც,საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იბილწსიტვაებს და დაარღვევს საზოგადოებრივ წესრიგს,გასამართლდება და მიესჯება გაროზგვა.მამაკაცი გაიროზგება მამაკაცის მიერ,ხოლო ქალი გაიროზგება ქალის მიერ (მამაკაცის დაუსწრებლად).” (ავტორი გენია.ჯი)