უილიამ შექსპირი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,გენიალური ინგლისელი დრამატურგის - უილიამ შექსპირის (1564-1616 წლები) შემოქმედების შესახებ,უამრავი მითი დადიოდა,რაც დღემდე გრძელდება.მათ შორის ისიც,რომ თითქოს ის “უკვდავი” ნაწარმოებები,რომლების დაწერასაც მას მიაწერენ,არა შექსპირის,არამედ სხვა 50-მდე ავტორის კუთვნილება იყო.ასეთი ვარაუდების ავტორების აზრით,50-ვე ავტორის საუკეთესო ქმნილებები გააერთიანეულ იქნა და მხოლოდ ამის შემდეგ აქციეს ერთი კაცის – უილიამ შექსპირის შემოქმედებად. (ავტორი გენია.ჯი) ყველაზე რეალურ ავტორად კი აღნიშნული ნაწარმოებებისა მიიჩნეულია ოქსფორდის ცნობილი გრაფი – ედვარდ დე ვერი.თუმცა აღსანიშნავია,რომ გრაფი გარდაიცვალა XVII საუკუნის დასაწყისში,მაშინ როდესაც შექსპირის უამრავი პიესა არა თუ გამოქვეყნებული,არამედ დაწერილიც კი არ ყოფილა.მეორე ავტორად,რომელსაც ყველაზე რეალურ პრეტენდენტად განიხილავენ შექსპირის შემოქმედებისა,გახლდათ გენიალური ინგლისელი მწერალი – ფრენსის ბეკონი.მაგრამ,როგორც სპეციალისტებმა დაასკვნეს,შექსპირისა და ბეკონის წერის სტილი,აბსოლუტურად სხვადასხვაა და ეს შეხედულებაც ფარსია.ეჭვის საფუძველს მრავალი ადამიანისათვის წარმოადგენდა და წარმოადგენს ის,რომ დღემდე უცნობია თუ სად და რა ვითარებაში დაწერა შექსპირმა მისი გენიალური 154 სონატა.ასევე უცნობია თუ ვის მიუძღვნა იგი.ამ საკითხის ირგვლივ ალბათ კიდევ არაერთი მსჯელობა და დავა იქნება,თუმცა რეალური ფაქტი ფაქტად რჩება – “უილიამ შექსპირის დონის დრამატურგი კაცობრიობას არ გააჩნია”.

1582 წლის 30 ნოემბერს,უილიამი დაქორწინდა – ენი უეიტლიზე.როგორც ცნობილი გახლავთ,ენი მეუღლეზე რვა წლით უფროსი იყო.თანაცხოვრებასი შეეძინათ სამი შვილი: უფროსი ქალიშვილი – სუზანა (რომელიც ისე გარდაიცვალა,რომ შთამომავალი არ დაუტოვებია) და ტყუპი ქალ-ვაჟი ჰემნეტი (რომელიც პატარა ასაკშივე გარდაიცვალა) და ჯუდითი (რომელსაც სამი შვილი შეეძინა,თუმცა სამივე ისე გარდაიცვალა,რომ შთამომავლობა არ დაუტოვებიათ).1670 წელს, სუზანას გარდაცვალებამ სამწუხაროდ,საბოლოოდ დაუსვა წერტილი შექსპირის შთამომავლობას სამყაროში. (ავტორი გენია.ჯი)