კვინტუს სეპტიმიუს ფლორენს ტერტულიანე
კვინტუს სეპტიმიუს ფლორენს ტერტულიანე - დაიბადა,დაახლოებით 155 ან 165 წლებში კართაგენში (თანამედროვე ტუნისის ტერიტორია),რომაული არმიის სამხედრო პირის – “ცენტურიაონის” ოჯახში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ადრექრისტიანული პერიოდის რომაელი მწერალი,ფილოსოფოსი და თეოლოგი.კართაგენიდან ადრეულ ასაკშივე მიემგზავრება რომში,სადაც დაიწყო რიტორიკისა და ფილოსოფიის შესწავლა,ხოლო მოგვიანებით სამართალიც შეისწავლა.35 წლის ტერტულიანი,კართაგენში დაბრუნების შემდეგ,ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოექცა.200 წელს კვინტუსი სასულიერო პირი ხდება.10 წლის შემდეგ იწყებს ასკეტურ ცხოვრებას და მიემგზავრება მცირე აზიაში.იგი დარწმუნებული იყო,რომ სამყაროს აღსასრული ახლოვდებოდა,ამიტომ კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო ასკეტური ცხოვრება და მიდის მონასტრიდან. (ავტორი გენია.ჯი) შესანიშნავად იცოდა “წმინდა წერილი” და ასევე ძალიან კარგად ჰქონდა შესწავლილი ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიერ დაწერილი სხვადასხვა შესანიშნავი ტრაქტატები.ტერტულიანე თავადაც წერდა ტრაქტატებს და მისი ცხოვრების მანძილზე 40-მდე ტრაქტატის ავტორიც გახდა.მათგან,დღევანდელ დღემდე მხოლოდ 31-მა მოაღწია.ყველა მის მიერ დაწერილი ტრაქტატი პრაქტიკული დანიშნულების მატარებელი გახლავთ.რაც ყველაზე ნიშანდობლივია,არის,ის რომ,სწორედ მან შემოიტანა თეოლოგიაში – “წმინდა სამების” კონცეფცია.თავდაპირველად,ტერტულიანე დაკავებული გახლდათ აპოლოგეტიკით,რა დროსაც 197 წელს დაწერა კიდეც თავისი ცნობილი ნაშრომი – “აპოლოგია”.მანვე შეიმუშავა “კოდექსი ქრისტიანული მორალისა”,რომლებიც თავის ტრაქტატებში საფუძვლიანად აღწერა.ტერტულიანეს მიერ დაწერილი ცნობილი ტრაქტატებია – “წარმართთა წინააღმდეგ” (ორ წიგნად),”სკაპულასადმი”,”იუდეველთა წინააღმდეგ”,”ნათლისღების შესახებ”,”მარტვილთა მიმართ”,”ლოცვის შესახებ” და სხვა.ტერტულიანეს ბოლო ნამუშევრები 220 წლით თარიღდება.მის ყველაზე ცნობილ გამოთქმად დღემდე მიჩნეულია: “მწამს,რადგან აბსურდია”.კვანტუსის შესახებ ყველაზე მეტი ცნობები მისმა ბიოგრაფმა – იორენიმმა შემოგვინახა.როგორც ცნობილია,იგი სიცოცხლის ბოლოს ეკლესიას გაემიჯნა.არის ვარაუდი იმისაც,რომ ცხოვრების უკანასკნელ ეტაპზე დაარსა “ტერტულიანისტების” განსაკუთრებული სექტა.კვინტუს სეპტიმიუს ფლორენს ტერტულიანი გარდაიცვალა,დაახლოებით 220 ან 240 წელს,ღრმა სიბერისას.მისმა თეოლოგიურმა და ფილოსოფიურმა ტრაქტატებმა კი უდიდესი მნიშვნელობები შეიძინეს,ქრისტიანულ რელიგიასა და ფილოსოფიაში. (ავტორი გენია.ჯი)