ლუარსაბ I – “ეპიზოდი”
ქართლის მეფე - ლუარსაბ I,რომელიც მეფობდა 1527-1556 წლებში,გამოირჩეოდა თავისი ქვეყნის დიდი სიყვარულითა და ყიზილბაშთა წინააღმდეგ დაუღალავი ბრძოლით,რასაც საბოლოოდ შეეწირა კიდეც გარისის ბრძოლაში 1556 წელს.სანამ ლუარსაბი ბრძოლის ველზე გარდაიცვლებოდა,საიკვდილოდ დაჭრილმა მეფემ უკანასკნელი ბრძანება გასცა:
“ჩემი სიკვდილით ნუ მოიშლებით და მტრის განადგურებამდე ნურც ჩემი სიკვდილის ამბავს გაამხელთ,ხოლო რა ყიზილბაშნი გალახოთ და გააქციოთ,მას უკან მცხეთას წამასვენეთ და იქაურ მიწას მიმაბარეთ.ჩემს გლოვა-ტირილს დაეხსენით და ქვეყნის შენახვა-გადარჩენაზე იზრუნეთ”.
ლუარსაბ I-ის თანამედროვე და შემდგომი დროის ქართველი და უცხოელი ავტორები (მათ შორის მისი მოწინააღმდეგენიც),მას ახასიათებდნენ როგორც კარგ სარდალს,მამაც და გულად მებრძოლს.მოიხსენიებდნენ როგორც “დიდს” და მიიჩნევდნენ იმ თავდადებულ გმირ მეფედ,რომელმაც ათეული წლების თავგანწირული ბრძოლის შედეგად ღირსეულად დაიცვა “ქართველობა”,ქართული სოციალურ-ეკონომიური და პოლიტიკური წყობილება,ქართული კულტურა. (ავტორი გენია.ჯი)