“პიტკერნები”

“პიტკერნები” - გახლავთ ხალხი,რომლებიც ცხოვრობენ ოკეანიაში (პოლინეზიაში – წყნარი ოკეანე) ულამაზეს პიტკერნის კუნძულზე.ისინი დედამიწაზე,ყველაზე მცირერიცხოვან ხალხად არიან მიჩნეული.მათი რაოდენობა 70 ადამიანს არ აღემატება.პიტკერნები გახლავან შთამომავლები ინგლისელი მეზღვაურებისა,რომლებიც თავის მხრივ გახლდნენ ბრიტანული სამხედრო ხომალდის “ბაუნტის” ექსპედიციის წევრები.გემის კაპიტანი გახლდათ დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანი – უილიამ ბლაი.აღნიშნული ექსპედიცია ინგლისის მთავრობის მიერ 1787 წელს,სპეციალურად იქნა გაგზავნილი ტაიტიზე,რათა მათ იქედან ინგლისში ჩაეტანათ “პურის ხე”,როგორც ერთ-ერთი იაფფასიანი საკვები პროდუქტი მონებისათვის.ხანგრძლივი და მძიმე საზღვაო მოგზაურობის შემდეგ,როგორც იქნა მიაღწიეს ტაიტის სანაპიროებს. (ავტორი გენია.ჯი) ცნობების თანახმად,მეზღვაურები იმდენად დაღლილები იყვნენ მომქანცველი მგზავრობისაგან, რომ 6 თვის მანძილზე არავის აზრად არ მოსვლია შტორმებში დაზიანებული გემის შეკეთება.მოგვიანებით გემიც სეაკეთეს და მასზე დიდი რაოდენობით “პურის ხეც” ჩატვირთეს.გარდა ამისა ტაიტიდან წაიყვანეს ადგილობრივი ახალგაზრდა გოგონები და ვაჟები.გასვლიდან მალევე 1790 წელს,კაპიტნის მოადგილემ – ფლეტჩერ კრისტიანმა,მეზღვაურებთან ერტად გემზე მოაწყო აჯანყება და ხელთ იგდო გემი,ბორტზე მყოფ ტაიტელებთან ერთად (რომელთაგანაც 6 მამაკაცი და 13 ქალბატონი იყო).გემის კაპიტანი ჩასვეს ნავში,მცირეოდენი სასმელი წყლითა და საკვებით და ღია ზღვაში დატოვეს.ფაქტიურად იგი ეკიპაჟმა სასიკვდილოდ გაწირა.იმის შიშით,რომ ბრიტანეთის მთავრობა მათ დასჯიდა ჩადენილი საქციელისათვის,იძულებული გახდნენ კუნძულ პიტკერნისათვის შეეფარებინათ თავი,სადაც საბოლოოდ დასახლდნენ კიდეც.კუნძულის სრული ფართობი 47 კვადრატული კილომეტრია.კლიმატი ტროპიკული.უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 347 მეტრია.პიტკერნის კუნძული დედაქალაქია – ადამსთაუნი.ვალუტად გამოიყენებენ ახალზელანდიურ დოლარს.მათი ენა ტაიტელებთან თანაცხოვრების პერიოდში შეერწყა ტაიტურ ენას და ერთბაშად სპეციფიკური საზღვაო ლექსიკონის მქონე ენად ჩამოყალიბდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ ენას სპეციალისტები ინგლისურიდან აბსოლიტურად განსხვავებულ ენად მიიჩნევენ.გემზე ბუნტიდან,35 წლის შემდეგ მეზღვაურები შეწყალებულ იქნენ დიდი ბრიტანეთის მეფის მიერ.თუმცა უკან დაბრუნება არავის უცდია.ისინი ბედნიერად თანაცხოვრობდნენ ერთმანეთთან.200 წლის გასვლის შემდეგ “პიტკერნები” ნორფოლკის კუნძულებზე გადავიდნენ საცხოვრებლად.ამ პერიოდში კუნძული,ფაქტიურად უკაცრიელი გახდა.თუმცა მოგვიანებით,ყველა წასული უკანვე დაუბრუნდა კუნძულს.დღესდღეობით კუნძულზე პიტკერნები ეწევიან მიწადმოქმედებას და მოჰყავთ – ციტრუსები,სიმინდი,ყავა,გოგრა და სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქტები.თუმცა მთავარი შემოსავლის წყაროდ მაინც ტურიზმია მიჩნეული.ტურისტებს კი თავიანთი ნაკეთობების ფართო არჩევანს სთავაზობენ.მიუხედავად ტურიზმის განვითარებისა,იქ არ არსებობს სასტუმრო.გარდა ამისა კუნძულს,თავისი ბუნებრივი პირობების გამო,ვერ სტუმრობენ დიდი გემები და მასზე გადასვლა მხოლოდ კატერებით არის  შესაძლებელი.კუნძულზე არის დაწყებითი სკოლა და სწავლის გაგრძელების მსურველები ძირითადად,ახალ ზელანდიაში მიემგზავრებიან. (ავტორი გენია.ჯი)