მორის როსტანი – “დიმიტრი ამილახვარს”
ლეგენდად ქცევა, სინამდვილეს
დრო და დრო შვენის,
დღევ უფერულო, უკვდავება
თურმე გელოდა!
უგრძესად იქცა უმოკლესი
სიცოცხლე შენი,
თავადიშვილო, იმ შორეულ
საქართველოდან.
***
მოგკლეს და მაინც ეგ სიკვდილი
სიკვდილს არ ჰგავდა,
აღარ დასცალდათ შენი სულის
გვემა ტიალებს,
შენი გმირობა რადგან უკვე
იქცა არაკად,
შენზე სათქმელი რაღა რჩება
მე მატიანეს?!
***
პატარა ჯვარი უდაბნოში,
ზეცის კარებთან,
შუბლზე კიორი ნატყვიარი
დაგრჩა იარად,
გმირობისათვის ერთი ტყვიაც
ხომ იკმარებდა,
მაშ ეს სიცოცხლე სიკვდილს
ორჯერ რად ეზიარა?!
***
შენ ორი ტყვიით ორჯერ მოგკლეს
კაცო ნათელო,
რომ შესწირვოდი შენს საფრანგეთს
შენს საქართველოს!