ლადო ასათიანი – “ეპიზოდი”
დიდი ქართველი პოეტი - ლადო (ვლადიმერ) მელქისედექის ძე ასათიანი (11917-1943 წლები),სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე იმ საშინელი სენიდან,რასაც ტუბერკულოზი ჰქვია,დიდად იტანჯებოდა.იმ პერიოდში ტუბერკულოზით განკურნება ფაქტიურად შეუძლებელი იყო.მიუხედავად ამისა,პოეტი,რომელიც სიცოცხლის მიმართ უდიდესი სიყვარულით გამოირჩეოდა,ცდილობდა როგორმე გაეხანგრძლივებინა იგი. (ავტორი გენია.ჯი) 1942 წლის მიწურულს,აბასთუმანსი მკურნალობისას,მაშინ როდესაც ახალგაზრდა პოეტს სენი ძლიერ მორეული ჰქონდა და გადარჩენის არც არავითარი იმედი აღარ არსებობდა,პირად წერილში ასეთი სიტყვები ჩაწერა:
” …აბასთუმანში ბევრი დრო მქონდა და სულ წიგნებთან ვიყავი… რომ იცოდეთ,რამდენი რამ წავიკითხე: როლანისა და შტეფან ცვაიგის ნაამბობი ბეთჰოვენის,მიქელანჯელოს,ბალზაკის,დოსტოევსკის,დოკენსის,მაგელანის ბიოგრაფიები,შემდეგ ვაზარი და სტენდალი… მერე რამდენი კარგი წიგნია აქ – გიორგი ბრწყინვალის ისტორია,ბექა და აბუღა ათაბაგების სამართლის წიგნი,ხელმწიფის კარის გარიგება,დასტურლამალი,ჰეროდოტე და სტრაბონი,თუკიდიდე და ტაციცი,აქვეა პლუტარქეც… რა ყოფილა ეს გილგამეშიანი – ბრძოლა სიბერისა და სიკვდილის წინააღმდეგ – საუკუნო ცხოვრებისათვის…”
ლადო ასათიანი მეტად მოკრძალებული და უბრალო ადამიანი იყო, (ავტორი გენია.ჯი) იგი ვერ იტანდა გატყლარჭულ,გადაპრანჭულ სტილს.გამოჩენილი ქართველი პოეტისადმი – რევაზ მარგიანისადმი მიწერილ წერილში ასათიანი წერდა:
” …მე მართალი კაცი ვარ,ჩემი ლექსების თემა მუდამ საქართველოა… იჭია-ბიჭია ცრუ პატრიოტიზმი ჩემი საქმე არ არის.აი,ასეთი თანამედროვე პოეტი ვარ და ასეთი თანამედროვეობა მწამს მე.მორჩა და გათავდა! ვინც ეს არ იცის,ის სულელია…” (ავტორი გენია.ჯი)