ანტონ ჩეხოვი – “ეპიზოდი”
ცნობილი რუსი მწერალი და ავტორი ნაწარმოებებისა “პირქუში ადამიანები”,”სამი და”,”პალატა N6″,”ქამელეონი” და ასე შემდეგ - ანტონ ჩეხოვი (1860-1904 წლები),ნაწარმოებებს 42-მდე ფსევდონიმით აქვეყნებდა.მათ შორის ყველაზე ხშირად გამოიყენებდა ფსევდონიმად – “ანტოშა ჩეხონტე” და “ადამიანი ელენთის გარეშე”. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ფაქტია,რომ იგი ტუბერკულოზით იყო ძლიერ დაავადებული,რაც მას ძლიერ ტანჯავდა კიდეც.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ როდესაც გამოსაცემად უნდა შეედგინათ ჩეხოვის ნაწარმოებების სრული ნუსხა,მწერლის მრავალი ფსევდონიმების გამო,მისი შემოქმედების სრული შეგროვება ვერ მოხერხდა.მიზეზი კი ამისა ის გახლდათ,რომ თავად ჩეხოვს არ ახსოვდა თუ რომელი ფსევდონიმით,რა ნაწარმოებები დაწერა და გამოაქვეყნა ადრეულ წლებში.ცნობისათვის,1888 წელს მან საქართველოშიც იმოგზაურა და წარუშლელი შთაბეჭდილებითაც გაბრუნდა თავის ქვეყანაში.რის გამოც 1900 წელს კვლავ ესტუმრა ჩვენს სამშობლოს მაქსიმ გორკისთან და მხატვარ ვიქტორ ვასნევცოვთან ერთად. (ავტორი გენია.ჯი)