“ანტიგონიდების დინასტია”
“ანტიგონიდების დინასტია” - გახლდათ მაკედონიის ის სამეფო დინასტია,რომელიც ქვეყანას მართავდა ჩვ.წ.აღ-მდე 306 წლიდან – ჩვ.წ.აღ-მდე 168 წლებში.თავდაპირველად ანტიგონიდები გამოდიოდნენ იმ ინიციატივით,რომ შეენარჩუნებინათ ალექსანდრე მაკედონელის მიერ შექმნილი უზარმაზარი იმპერია.თუმცა როდესაც ეს ვერ შეძლეს აღნისნული იდეის ხორცშესხმა,იძულებული გახდნენ მხოლოდ მაკედონიისათვის მიეხედათ. (ავტორი გენია.ჯი) მთელი მართველობის პერიოდში,ისინი ცდილობდნენ,როგორმე თავიანთი გავლენის ქვეშ მოექციათ რიგი ბერძნული ქალაქებისა.როდესაც ამას ნაწილობრივ მიაღწიეს,ომში ჩაერთვნენ რომის წინააღმდეგ.ომის მიზანი – ეგეოსის ზღვაზე ბატონობა გახლდათ.თუმცა ეს ბრძოლა ანტიგონიდტთა მარცხით დასრულდა.”ანტიგონიდების დინასტიის” მაკედონიის სათავეში მოსვლას საფუძველი ჩაუყარა – ანტიგონე I ცალთვალამ.თავად ანტიგონე I,გახლდათ დიდი ალექსანდრეს ერთ-ერთი სარდალი,რომელსაც ძვ.წ.აღ-ით 323 წელს,მაკედონელი გარდაცვალების შემდგომ,სამართავად ერგო,მცირე აზიის ნაწილი.აღსანიშნავია,რომ იგი იმ უიშვიათეს სარდალთაგანი აღმოჩნდა,რომელმაც ალექსანდრეს იმპერიის შენარჩუნებას დაუჭირა მხარი.თუმცა მაკედონელის სხვა სარდლებისაგან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა,რამაც საბოლოოდ დაასამარა ამ დიდი იმპერიის არსებობა.ანტიგონე 80 წლის ასაკში,იფსასთან ბრძოლაში დაიღუპა.მოგვიანებით,ისტორიკოსთა მიერ,აღნიშნული ბრძოლა “ანტიკური სამყაროს” ყველაზე სისხლისმღვრელ ბრძოლად იქნა მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი) ანტიგონეს ვაჟმა – დემეტრიოს პოლიორექტმა კი ბრძოლიდან გაქცევით უშველა თავს.მისი გარდაცვალების და ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ,მაკედონიამ დაკარგა საკმაოდ დიდი ტერიტორიები.პირველი მეფე კი მაკედონიისა,ანტიგონიტების დინასტიიდან გახლდათ – დემეტრიოს I პოლიორკეტი (ძვ.წ.აღ-ით 336-283 წლები).მისი მეფობის ხანა აღინიშნა ალექსანდრეს ყოფილ სარდლებთან ბრძოლებით.იგი ფაქტიურად,მამის პოლიტიკას ატარებდა და ძალიან ბაძავდაკიდეც მამას.მოგვიანებით მან თავი ღმერთად გამოაცხადა.დემეტრიოსი იმდენად მოყვარული გახლდათ ხელოვნების ნიმუშებისა,რომ ქალაქ იალისის (რომელიც განსაკუთრებით მდიდარი გახლდათ იმ პერიოდში ხელოვნების ნიმუშებით) ალყის დროს სარდლებს აუკრძალა ქვის ლოდების გამოყენება ქალაქის გასანადგურებლად.დემეტრიოსი გარდაიცვალა ძვ.წ.აღ-ით 283 წელს.მას შემდეგ მაკედონიას მარტავდნენ “ანტიგონიდთა დინასტიის” სხვადასხვა მეფეები – ანტიგონე II (ძვ.წ.აღ-ით 277-239 წლები),დემეტრიოს II (ძვ.წ.აღ-ით 239-229 წლები),ანტიგონ III (ძვ.წ.აღ-ით 229-220 წლები),ფილიპე V (ძვ.წ.აღ-ით 221-179 წლები) და პერსევსი (ძვ.წ.აღ-ით 179-168 წლები).”ანტიგონიდების დინასტიის” მმართველობა,საბოლოოდ რომის იმპერიასთან ბრძოლას შეეწირა “პიდნასთან ბრძოლის” შემდეგ.თავად მაკედონიის – მეფე პერსევსი ტყვედ იქნა აყვანილი და იგი იგი ტყვეობაშივე აღესრულა ძვ.წ.აღ-ით 166 წელს.მარცხის შედეგად მაკედონიამ დაკარგა დამოუკიდებლობა და რომის ერთ-ერთი პროვინციად იქცა.მას შემდეგ “ანტიგონიდების დინასტია” ქვეყნის სათავეში აღარ მოსულა. (ავტორი გენია.ჯი)