ჰურაკანი

ჰურაკანი - წარმოადგენდა მაიას უნიკალური ცივილიზაციის ქარიშხლისა და ცეცხლის ღვთაებას.იგი ასევე ერთ-ერთი იმ ღმერთთაგანი გახლდათ,რომელმაც სხვა ღმერთებთან ერთად,პირველად შექმნა – ადამიანი.გარეგნულად მას ჰქონდა მხოლოდ ერთი ფეხი,რადგან მეორე ფეხი გარდაქმნილი იყო გველად.თავის მხრივ ჰურაკანს სამი დამხმარე ღმერთი ჰყავდა:  კაკულჰა-ჰურაკანი (ჭექა-ქუხილის),ჩიპი-კაკულჰა (ელვის) და რაშა-კაკულჰა (მეხის).მას მაიას ცივილიზაციის ხალხი მოიხსენიებდა,როგორც – “ცის გულს” და “მიწის გულს”.ჰურაკანის მაცნე ფრინველად მიჩნეული იყო მითოლოგიური ფრინველი – “ვოკი”.იგი ჩამოჰგავდა კიჩის და ტესკატლიპოკლის ხალხის ანალოგიურ ღმერთებს. (ავტორი გენია.ჯი) მესოამერიკული კულტურის უმნიშვნელოვანეს წიგნ-ეპოსში – “პოპლ ვუჰი” (რჩევების წიგნი) აღწერილია,თუ როგორ გადაუფრინა ჰურაკანმა ჯერ კიდევ ცარიელ და გაუკაცრიელებულ სამყაროს,რა დროსაც შეამჩნია მყარი ნიადაგი და დაიყვირა: “მიწა!” ამის შემდგომ,სხვა ღმერთების დახმარებით შექმნა ცხოველები.ბოლოს კი ადამიანები.ლეგენდის თანახმად პირველი ადამიანები,რომლებიც შექმნა ჰურაკანმა,გახლდათ  -  ბალამ-კუიცე,ბალამ-აგაბი,მაჰაკუტაჰი და იკი-ბალამი. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა თავად ჰურაკანს არ მოეწონა მის მიერ შექმნილი არსებები,რის გამოც სხვა ღმერთებთან ერთად მსჯელობისას გადაწყვიტა,რომ ისინი უფრო სრულყოფილები შეექმნა.სწორედ ამის შემდეგ შექმნა ჰურაკანმა დედამიწაზე ოთხი ქალი,რომელთაგანაც,მაიას ლეგენდის მიხედვით გამრავლდა კიდეც ადამიანთა მოდგმა.თანამედროვე სამყაროში – ჰურაკანის სახელს უწოდებენ,ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ბუნებრივ სტიქიას – ურაგანს. (ავტორი გენია.ჯი)