ყველაზე ხანგრძლივი “წვიმები” ისტორიაში
“ბიბლიის” მიხედვით,დედამიწაზე წარღვნა 40 დღიანმა წვიმამ გამოიწვია.ასეთი საშინელი სტიქიის შედეგად ხმელეთი 150 დღის მანძილზე წყლით იყო დაფარული.თანამედროვე სამყაროში კი არსებობს გეოგრაფიული ხმელეთის ისეთი ობიექტები,სადაც წლის 360 დღიდან,მხოლოდ რამდენიმე ათეული დღე თუ არის მზიანი დარი. (ავტორი გენია.ჯი) ასეთ რეგიონებში წვიმა გადაუღებლივ შეიძლება რამდენიმე ათეული დღის მანძილზეც გაგრძელდეს.თუმცა ისტორიაში,ისეთი ხანგრძლივი გადაუღებელი წვიმებიც დაფიქსირებულა,რომლებსაც უდიდესი გაოცება გამოუწვევია,არა მარტო მოსახლეობაში,არამედ მეცნიერებშიც.აქვე მკითხველო გაგაცნობთ იმ ორ”რეკორდსმენ” შემთხვევას გადაუღებელი წვიმებისა,რომლებსაც დღემდე ანალოგი არ გააჩნია:
1. ის,რაც დაფიქსირდა ჰავაის ერთ-ერთ ყველაზე ძველი წარმომავლობის მქონე კუნძულზე (წარმოიქმნა,დაახლოებით 6 მილიონი წლის წინათ ვულკანური აქტივობის შედეგად) – კუაიზე,მსოფლიო ისტორიაში,მართლაც არასდროს დაფიქსირებულა.მიუხედავად იმისა,რომ აღნიშნული კუნძული ცნობილია თავისი წვიმიანი და ტენიანი კლიმატით, და შესაბამისად ადგილობრივებიც შეგუებულნი არიან ასეთ გარემო-პირობებს,ისინი მაინც სრულ შოკში ჩავარდნენ მაშინ,როდესაც 1993 წლის 27 აგვისტოს დაწყებული გადაუღებელი წვიმა კუნძულზე 1994 წლის 30 აპრილამდე გაგრძელდა.სულ – კუაის კუნძულზე გადაუღებლად იწვიმა 247 დღე. (ავტორი გენია.ჯი)
2. კუნძულ კუაის შემდეგ,მეორე “საპატიო” ადგილს იკავებს კუნძული – რევილიაჰიჰედო (ამერიკის შტატის ალიასკას,ალექსანდრას არქიპელაგის კუნძული).აღნიშნულ კუნძულზე განთავსებულ ქალაქ – კეტჩიკანში,გადაუღებელი წვიმა დაფიქსირდა 1953 წელს. 101 დღის განმავლობაში წვიმას ქალაქში ერთი წუთითაც კი არ გადაუღია. (ავტორი გენია.ჯი)