ჯონ ერნესტ სტეიბეკი – “ეპიზოდი”
დიდი ამერიკელი მწერალი,ნობელისა და პულიცერის პრემიების ლაურეატი,ავტორი შესანიშნავი რომანებისა “მრისხანების მტევნები” და “მთვარის ჩასვლა” - ჯონ ერნესტ სტეიბეკი (1902-1968 წლები),ერთ-ერთი იმ მწერალთაგანია,რომლის ნაწარმოებმაც უდიდესი გავლენა მოახდინა არა მარტო ჩვეულებრივ მოქალაქეებზე,არამედ გავლენიან პოლიტიკურ ძალებზეც კი.კერძოდ,1939 წელს გამოქვეყნებული,სტაიბეკის რომანი – “მრისხანების მტევნები”,რომელიც ფართოდ აშუქებდა მუშათა კლასის დიდი დეპრესიის დროინდელ,გაჭირვებულ და მძიმე მდგომარეობას,იმდენად დიდი რეზონანსის გამომწვევი გამოგა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში,რომ იგი განხილვის საგნადაც კი აქცია. (ავტორი გენია.ჯი) რომანში აღბეჭდილმა რეალურმა ფაქტებმა,კონგრესმენებს მიაღებინა გადაწყვეტილება,ქვეყნის კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებების შეტანისა,სადაც გათვალისწინებულ და გაზრდილ იქნა მუშათა კლასის სამუშაო და ზოგადად პირადი უფლებები.ჯონ ერნესტ სტაინბეკის მეორე რომანი – “მთვარის ჩასვლა”,ანტიფაშისტური ნაწარმოები გახლდათ. 1942 წლისათვის,იგი ფართოდ გავრცელდა “ფაშისტური რეჟიმის” ქვეშ მყოფ იტალიაში.ქვეყნის ხელისუფლებამ კარგად უწყოდა რომანის შინაარსი,რის გამოც მისი არა მარტო გაყიდვიდან ამოღება,არამედ გაყიდულის ამოღების ბრძანებაც გასცა.ის ვინც,წიგნს თავისი ნებით არ ჩააბარებდა,აღმოჩენის შემთხვევაში,იტალიელი ფაშისტების მიერ,ადგილზევე,ყოველგვარი სასამართლოს გარეშე იხვრიტებოდა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი სტაიბეკის რომანის იტალიაში,დანიასა და ნორვეგიაში იატაკქვეშეთში დაბეჭდვა-გავრცელებისა. (ავტორი გენია.ჯი)