სოკრატეს ფილოსოფიიდან…
” – ვიდრე სახელმწიფოში არ გამეფდებიან ფილოსოფოსები,ანდა ისინი,ვისაც დღეს მეფეებსა და მბრძანებლებს უწოდებენ,ნამდვილ და კეთილშობილ ფილოსოფოსებად არ იქცევიან,რათა ამრიგად ერთმანეთს შეერწყას სახელმწიფოებრივი ძალაუფლება და სიბრძნისმეტყველება,ხოლო მეორეს მხრივ,აუცილებლობის კარნახით არ ჩამოიშორებენ იმათ ბრბოს,ცალკე ძალაუფლებას რომ მიელტვიან და ცალკე – ფილოსოფოსობას,მანამდე ვერც სახელმწიფოები და, ჩემი აზრით,ვერც კაცთა მოდგმა თავს ვერ დაარწევს ბოროტებას”. (ავტორი გენია.ჯი)
” – ვინც აღიარებს მშვენიერ საგანთა არსებობას,მაგრამ არა თავისთავადი მშვენიერების, და არ შეუძლია მისდიოს მას,ვისაც შეეძლო თავისთავადი მშვენიერებისათვის ეზიარებინა იგი,როგორ გგონიათ,ცხადში ცხოვრობს თუ სიზმარში? თუმცა,რაღა ცხადი და სიზმარი,თუკი ჰგონია,რომ ის,რაც ამა თუ იმ საგანს ჰგავს,ამ საგნის მსგავსება კი არ არის,არამედ – თვით საგანი.” (ავტორი გენია.ჯი)
” – ადამიანის სულში ორი სხვადასხვა მხარე განირჩევა: უკეთესი და უარესი, და როცა თავისი ბუნებით უკეთესი სძლევს უარესს,სწორედ ესაა “საკუთარი თავის ბატონ-პატრონად ყოფნა”; მაშასადამე ეს საქებია; ხოლო როდესაც ცუდი აღზრდისა და უკეთურ ხალხთან ურთიერთობის შედეგად უარესი საწყისი მძლავრობს უკეთესზე,ეს საძრახისია და ამნაირ კაცზე იტყვიან,”თავისი თავის მონააო”,რაც იმას ნიშნავს,რომ ამ კაცს ზომიერების გრძნობა არ გააჩნია”. (ავტორი გენია.ჯი)