“ამერიკული ლომი”
“ამერიკული ლომი” – ინგლისურ ენაზე – “American Lion”,წარმოადგენს გადაშენებულ მტაცებელ ძუძუმწოვარს კატისებრთა ოჯახის,ლომების ქვესახეობისა.ისინი ბინადრობდნენ ამერიკის კონტინენტზე,პლეისტოცენის პერიოდში (დედამიწის ისტორიის მეოთხედი პერიოდის შუა ეპოქა).ახლო მონათესავენი იყვნენ,ევროპისა და ციმბირის ტერიტორიაზე გავრცელებული “გამოქვაბულის ლომების” სახეობისა. (ავტორი გენია.ჯი) ამერიკული და მოსბახსის სახეობის ლომები,ყველაზე დიდი ქვესახეობების ლომები გახლდნენ დედამიწაზე.მათი სხეულის ზომები,თანამედროვე ლომების ზომებზე 25 %-ით მეტი იყო სიგრძეში.კუდის ჩათვლით,სიგრძე 3,7 მეტრს აღემატებოდა.ზრდასრული ხვადის წონა 400 კილოგრამს აღწევდა.როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ ისინი “გამოქვაბულის ლომების” შთამომავლები იყვნენ.ფერებით,არაფრით განსხვავდებოდნენ ჩვეულებრივი ლომებისაგან.გამოირჩეოდნენ მასიური დიდი ბასრი კბილებითა და საოცარი ძალით.უძველესი კლდის მხატვრობებში,ყოველთვის გამოსახავდნენ ფაფარის გარეშე. (ავტორი გენია.ჯი) თანამედროვე სამყაროში,ისინი მორფოლოგიურად შესაძლოა შევადაროთ ვეფხვისა და ლომის ჰიბრიდს,სახელად – ლიგრს.”ამერიკული ლომი” გავრცელებული იყო არა მარტო ჩრდილოეთ ამერიკაში,არამედ სამხრეთ ამერიკაშიც.ბინადრობდნენ ჯგუფებად.მისი ნაშთები აღმოჩენილ იქნა პერუდან ალისკამდე ტერიტორიებზე.ყველაზე მეტი ნაშთი კი მაინც ლოს-ანჯელესის სიახლოვეს,რანჩო ლა-ბრეაზე იქნა ნაპოვნი.ნადირობდნენ მსხვილფეხა ცხოველებზე (კამეჩი,ბიზონი,ცხენი,დასავლური აქლემი და სხვა).მათ გარდა იმ ეპოქაში ბინადრობდნენ სხვა დიდი მტაცებლებიც,რომლებიც დღეს გადაშენებულ სახეობებად არიან ცნობილი.მაგალითად,მის ყველაზე დიდ “კონკურენტს” ბუნებაში წარმოადგენდა – “ხმალკბილიანი ვეფხვის” სახეობა.”ამერიკული ლომის” სახეობა,დედამიწაზე საბოლოოდ გადაშენდა 10 000 წლის წინათ,მეგაფაუნის სხვა უძველეს სახეობებთან ერთად. (ავტორი გენია.ჯი)