არიქონე – “ბრძოლაში გარდაცვლილი ოლიმპიური ჩემპიონი”
არიქონე (ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნე) – რომელსაც ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც – არაქონე,წარმოადგენდა იმ ერთ-ერთ უდიდეს ძველბერძენ (ფიგალიელ) პანკრატიონის მებრძოლს (ბრძოლა მუშტი-კრივით),რომელმაც ძვ.წ.აღ-ით 572 და 568 წლებში,ორჯერ მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული.შესაბამისად მისი სახელი ერთობ გავრცელებული და პოპულარული გახლდათ ძველ საბერძნეთში.არიქონემ ძვ.წ.აღ-ით 564 წელს გამართულ ოლიმპიადაზეც გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება,რაც სისრულეში მოიყვანა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი) ფინალამდე საკმაოდ მძიმე ბრძოლების გადატანა მოუწია,თუმცა ოლიმპიადის მესამე ფინალში დიდი ძალისხმევის შედეგად მაინც გავიდა.როდესაც ფინალური ბრძოლა დაიწყო,არიქონე მოწინააღმდეგემ,ისე შებოჭა კისრით,რომ მას ელემენტარული განძრევის საშუალებაც კი არ დაუტოვა.ასეთი ილეთით შებოჭილი შეგირდის ნახვისაგან განრისხებულმა მწვრთნელმა არიქონეს შესძახა,რომ ასეთ სამარცხვინო მარცხს ერჩივნა დაღუპულიყო. და მოიკრიბა კიდეც არიქონემ უკანასკნელი ძალები,რა დროსაც მარჯვენა ფეხით უძლიერესი და ეფექტური დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგეს. (ავტორი გენია.ჯი) დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა,რომ დარტყმის ძალამ მოპაექრე მარჯვენა შორეულ კუთხეში მოისროლა.საშინელი ტკივილისგან გატანჯულმა არიქონეს მოწინააღმდეგემ არბიტრებს დანებების ნიშანი მისცა.თუმცა,აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში,მას არიქონეს კისერი მკლავებიდან მაშინაც კი არ გაუშვია,როდესაც უძლიერესი დარტყმისაგან შორს გადავარდა.ასეთმა უეცარმა ფიზიკურმა მოძრაობამ,არიქონეს კისრის ძვლები გადაუმსხვრია,რამაც მისი ადგილზევე დაღუპვა გამოიწვია.მიუხედავად იმისა,რომ არიქონე დაიღუპა,გამარჯვება მაინც მას მიანიჭეს და ერთადერთი ოლიმპიელი შეიქნა ისტორიაში,რომელმაც სიკვდილის ფასად შეძლო ოლიმიური ჩემპიონის ტიტულის მოპოვება (მესამედ).როგორც ისტორიკოსები ამბობენ,სწორედ მისი ამგვარი თავგანწირული ნაბიჯიდან წარმოდგა შემდგომ,საყოველთაოდ ცნობილი სპორტული დევიზი:
“სიკვდილი,ან გამარჯვება”. (ავტორი გენია.ჯი)