ია სულაბერიძე – “ნაირსახეობა ძაფისა”
რა ცოტაა,ვინც მისახვედრს მიგიხვდება!..
ყველანი ვართ გამოცდაზე,დრო კი გვიცდის…
ზოგი ძაფი მანდილისთვის იგრიხება,
ზოგი ძაფი – სახრჩობელას თოკისთვის…
რიყისაა,რაც ნაპირზე ირიყება,
მდინარე კი წავა,როდი მოგიცდის…
ზოგი ძაფი წინდისათვის იგრიხება,
ზოგი ძაფი – სახრჩობელას თოკისთვის…
ჩემი სიტყვაც სხვა სიტყვებში რაკი ისმის,
ვიცი თავის ტკივილია ზოგისთვის…
ზოგი ძაფი იგრიხება მანტიისთვის,
ზოგი ძაფი – სახრჩობელას თოკისთვის…