იან დე ვიტი – “ნიდერლანდების შეჭმული მმართველი”
იან დე ვიტი (1625-1672 წლები) – წარმოადგენდა ნიდერლანდების შვიდი გაერთიანებული რესპუბლიკის (თანამედროვე ნიდერლანდების სამეფოს წინამორბედი) გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწესა და დიდ პენსიონარს 1650-1672 წლებში.XVII საუკუნეში ნიდერლანდების რესპუბლიკაში დიდი კონფლიქტი წარმოიშვა ნარინჯისფერ მონარქისტებსა და რესპუბლიკელთა სავაჭრო კლასს შორის.ვილჰელმ II ორანელის მოულოდნელი გარდაცვალების შემდგომ 1650 წელს,ქვეყანაში შეიქმნა მმართველის თავისუფალი “ვაკანსია”.სწორედ ამ პერიოდში,28 წლის ასაკში იან დე ვიტი იკავებს დიდი ნიდერლანდების დიდი პენსიონარის თანამდებობას,რომელიც შემდგომ სიცოცხლის ბოლომდე ეკავა.მისი მმართველობის ხანა,თანამედროვე ისტორიის ფურცლებზე “ნიდერლანდების ოქროს საუკუნედ” არის მიჩნეული.იმ ეპოქაში,ოსტ-ინდური კომპანიის სავაჭრო გზები აზიისა,ფაქტიურად ნიდერლანდების ხელში იყო,შესაბამისად თავადვე აკონტროლებდა.აღნიშნული პერიოდი ნიდერლანდებისათვის,გარდა დიდი ეკონომიკური წარმატებებისა,კულტურული და ხელოვნების აყვავების ბრწყინვალე ეპოქაც იყო (რემბრანდტი,ვერმეერი და სხვა გენიოსები).იან დე ვიტი ცდილობდა ნიდერლანდების “ოქროს ხანა” რაც შეიძლებოდა დიდხანს გაგრძელებულიყო.თუმცა ქვეყნის მოწინააღმდეგეები,ამის საშუალებას მაქსიმალურად უზღუდავდნენ.ამის შედეგად ქვეყანამ ორი ომი გადაიტანა ინგლისთან,თუმცა წარმატება მოიპოვა ორივე ომში.1668 წლის 23 იანვარს ინგლისის,შვედეთისა და ნიდერლანდების გაერთიანებული პროვინციების,მიერ დადებულმა “სამთა ალიანსმა”,საფრანგეთის მეფის ლუი XIV-ს განსრისხება გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად,ყველასათვის მოულოდნელად საფრანგეთმა თავდასხმა განახორციელა ნიდერლანდებზე.დაიწყო “ნიდერლანდების ომი (1672-1678 წლები).ომის დაწყებამ მოსახლეობის საშინელი პროტესტი გამოიწვია მთავრობის წინააღმდეგ.მათ დაივიწყეს იან დე ვიტისა და მისი მთავრობის მიერ მიღწეული ყოველგვარი წარმატება.მოითხოვდნენ,რომ ხელისუფლება გადასცემოდა ვილჰელმ III ორანელს და ბრალს სდებდნენ იან დე ვიტის მთავრობას ომის გაჩაღებაში.უამრავი შიდა თუ გარე პრობლემების შედეგად,ნიდერლანდებმა ომში,საშინელი მარცხი განიცადა.ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა მოსახლეობასთან ერთად დე ვიტის ძმას – კორნელიუსს,სამშობლოს ღალატში და ვილჰელმის წინააღმდეგ შეთქმულებაში დასდო ბრალი,რის შედეგადაც დააკავეს კიდეც.1872 წლის 4 აგვისტოს თანამდებობა დატოვა იან დე ვიტმა.კორნელიუსმა ბრალი არ აღიარა,რის გამოც გადასახლება მიესაჯა.გაიგო რა,ძმის განთავისუფლების შესახებ იანმა,სასწრაფოდ ჰააგაში გამგზავრება გადაწყვიტა მასთან შესახვედრად.ამავე დროს,იანის ჰააგაში ჩასვლა გაიგო ადგილობრივმა მოსახლეობამ,რომლებიც განსაკუთრებული წინააღმდეგობით გამოირჩეოდნენ ძმების მიმართ.ჰააგელები იანსა და კორნელიუსს შეიარაღებული დახვდნენ. (ავტორი გენია.ჯი) შეხლა-შემოხლის შემდეგ 1672 წლის 4 აგვისტოს,ორივე ძმა მოკლულ იქნა.გარდაცვლილების სხეულები,გამძვინვარებულმა ბრბოებმა ნაწილ-ნაწილ აქნეს და რაც ყველაზე გამაოგნებელია,მოკლულთა ხორცის ადგილზევე გაყიდვა დაიწყეს.მყიდველები შესყიდულ ხორცს იქვე,ადგილზევე შეექცეოდნენ (კანიბალიზმი).ხოლო,რაც ადგილზე არ გაიყიდა,ქალაქის ქუჩებში იქნა გაყიდული,არა როგორც ადამიანის ხორცი,არამედ,როგორც ცხოველებისა.აღნიშნული ისტორია საკუთარ წიგში – “შავი ტულპანი” გადმოგვცა,დიდმა ფრანგმა მწერალმა ალექსანდრე დიუმამ.აღსანიშნავია ისიც,რომ იან დე ვიტი მოგვიანებით,ნიდერლანდების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფო მოღვაწედ აღიარეს.ხოლო თავად ამ საშინელმა ისტიორიამ,ნიდერლანდების ისტორიის ფურცლებზე – “უბედურების წლის” სახელით დაიდო ბინა.თანამედროვე პერიოდში,ნიდერლანდების მრავალ ქალაქში აღმართულია – იან დე ვიტის ძეგლები.მის ხსოვნას კი ადგილობრივი მოსახლეობა დიდ პატივს მიაგებს. (ავტორი გენია.ჯი)
იან დე ვიტი
იან დე ვიტის და კორნელიუსის ძეგლი ნიდერლანდების ქალაქ დოდრეხტში