ადოლფ ჰიტლერი “პროპაგანდის” შესახებ წერდა…
“ბევრმა ჩვენთაგანმა ისიც კი არ იცის პროპაგანდა მიზანია თუ მეთოდი.
რა თქმა უნდა,პროპაგანდა მეთოდია,რომელიც ემსახურება განსაზღვრული მიზნის მიღწევას.პროპაგანდას შეიძლება სხვადასხვანაირი ხასიათი ჰქონდეს,რომელიც მიზანზეა დამოკიდებული.დიდი ომის დროს ჩვენი მიზანი ძალზე კეთილშობილური იყო.ჩვენ,ჩვენი ერის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის,სამომავლო არსებობისა და ნაციონალური ღირსებისათვის ვიბრძოდით.(ავტორი გენია.ჯი)
თუ წმინდა ჰუმანიტარული თვალსაზრისით განვსჯით,მოლტკემ ერთხელ მიუთითა,რომ ომი გადაუჭრელი საკითხების სწრაფი მოგვარების საუკეთესო საშუალებააო.
პროპაგანდა,უპირველეს ყოვლისა,პოპულარული უნდა იყოს და შეესაბამებოდეს მსმენელთა აღქმის შესაძლებლობებს.(ავტორი გენია.ჯი)
აღქმის შესაძლებლობა მასებს,ჩვეულებისამებრ,ძალზე შეზღუდული აქვთ.ისინი ასევე სწრაფად ივიწყებენ ყველაფერს.ყოველივე ამის გათვალისწინებით,პროპაგანდა წარმატებული რომ იყოს საჭიროა იგი ემყარებოდეს რამდენიმე ნათელ დებულებას,რომელიც გამოხატული იქნება რამდენიმე მკვეთრ ლოზუნგში.
გასწიო დაწვრილებითი და მრავალმხრივი პროპაგანდა – ნიშნავს დაღუპო საქმე”.