გლავკონის ფილოსოფიიდან…
“ხალხის თვალში თუ უსამართლო ვჩანვარ,ვერავითარ სარგებელს ვერ ვეღირსები,პირიქით,სიმძიმილისა და ზარალის გარდა სხვა არაფერი მელის.ხოლო უსამართლო კაცს,რომელმაც იმდენი მოახერხა,რომ სამართლიანის სახელი მოიხვეჭა ხალხში,ბედი უღიმის და ღმერთივით უზრუნველად ცხოვრობს. და რაკი მოჩვენებითობა,ბრძენკაცთა სიტყვით ჭეშმარიტებაზე ძლიერია და კეთილდღეობის პირობად გვევლინება,მთელი ჩემი არსება უპირატესად მისკენ უნდა იყოს მიქცეული.ამიტომ მე მმართებს მოსაჩვენებლად,როგორც კარიბჭის სამკაული,ჩემს ირგვლივ მოვხაზო სიქველის მაცთური ხატება,რათა ხალხს თვალში ნაცარი შევაყარო და ასე შევნიღბო ბრძენთა-ბრძენი არქილოქეს ცბიერი და გაქნილი მელა.კი მაგრამ,მეტყვიან ალბათ,როდემდე შეიძლება შენიღბო უსამართლობა? დიდ საქმეს გარჯა დიდი სჭირდება-მეთქი,ვიტყოდი მათ საპასუხოდ.მაგრამ თუ ჩვენ ვესწრაფვით კეთილდღეობას,სხვა რა დაგვრჩენია: იმ გზას უნდა დავადგეთ,რაც ამნაირი სიტყვებით გვაქვს მონიშნული. (ავტორი გენია.ჯი) ჩვენი უსამართლობის შესანიღბავად სხვადასხვა ფარულ საზოგადოებებსა თუ ამხანაგობებს ვაარსებთ.ეგეც არ იყოს,შეგონებისა თუ დარწმუნების ხელოვნებაში გაწაფული ოსტატებიც ბლომადა გვყვანან,რომელთაც შეიძლება დავესესხოთ მსაჯულთა ყბადაღებულ სიბრძნეს თუ ენეგატლეკილ ვექილთა ლაქლაქს; ასე რომ,ხან დარწმუნების ხერხს მოვიშველიებთ,ხან კი ძალადობას მივმართავთ,რათა ყველა საქმეში გამარჯვებული გამოვიდეთ და სასჯელი ავიცილოთ.
მაგრამ ღმერთებს ვერ დაემალები და ვერც ძალას იხმარ მათ მიმართ.ხოლო თუ ისინი არ არსებობენ,ან ამქვეყნიურ საქმეებში არ ერევიან,ჩვენ რაღად უნდა ვცდილობდეთ,რომ მათ დავემალოთ? მაგრამ თუ ღმერთები არსებობენ და ზრუნავენ კიდეც ჩვენზე,საკითხავია,რა ვიცით მათ არსებობაზე,გარდა იმისა,რომ მათ არსებობაზე,გარდა იმისა,რასაც გვაუწყებენ თქმულებები ან პოეტები,მათი გვარტომობის ამბებს რომ გადმოგვცემენ?
მაშ,რის საფუძველზე შეიძლებოდა აგვერჩია სამართლიანობა უკიდურესი უსამართლობის სანაცვლოდ,თუკი სავსებით საკმარისია წესიერების მოჩვენებითი და მაცთური გარსით შევნიღბოთ უსამართლობა,რათა ჩვენი ქცევა გონივრული და სამართლიანი ჩანდეს,როგორც მოკვდავთა,ისე უკვდავთა თვალშიც, – არა მარტო ჩვენს სიცოცხლეში,არამედ სიკვდილის შემდეგაც?
ასეთია როგორც ბრბოს,ისე ამა ქვეყნის ძლიერთა აზრიც.ყოველივე ამის შემდეგ განა შეიძლება,რომ სულიერი თუ სხეულებრივი ძალმოსილებით შემკული,შეძლებული და წარჩინებული კაცი პატივს სცემდეს სამართლიანობას და დამცინავად არ ქირქილებდეს,როდესაც ესმის,როგორ აქებენ და ადიდებენ მას? (ავტორი გენია.ჯი) თვით ისიც კი,ვისაც შეუძლია ცხადყოს იმისი სიყალბე,რაც ეს-ესაა მოგახსენეთ,ვინც დარწმუნებულია,რომ სამართლიანობას ვერაფერი შეედრება ამ ქვეყნად, – დიახ,თვით ისიც კი შემწყნარებელია უსამართლოთა მიმართ და ურისხველად იტანს მათ თავგასულობას,რადგანაც იცის,რომ უსამართლობა მხოლოდ იმას თუ აღაშფოთებს,ვის ბუნებაშიაც ღვთაებრიობის ნაპერწკალი ღვივის,ან კიდევ იმას,ვინც თავს იკავებს უსამართლობისაგან,რადგანაც მისი სული ცოდნის სინათლითაა გაბრწყინებული; საერთოდ კი,ნებაყოფლობით არავინ ემსახურება სამართლიანობას: უსამართლობის მგმობელნი მხოლოდ თავიანთი სიმხდალის,სიბერის ან სხვა რაიმე სისუსტის,მოკლედ,იმის გამო თუ ჰგმობენ მას,რომ უსამართლობის ჩადენა არ შეუძლიათ,რასაც თვალნათლივ გვიმოწმებს შემდეგი გარემოება: პირველივე უმწეო კაცი,რომელიც ძალას მოიცემს,დაუყონებლივ ჩაიდენს უსამართლობას,რამდენადაც ამის უნარი შესწევს”. (ავტორი გენია.ჯი)