მარჯნის ზღვა
მარჯნის ზღვა - დედამიწაზე ყველაზე ღრმა ზღვაა. მისი მაქსიმალური სიღრმე – 9 174 მეტრია. აუზის საერთო ფართობი 4068 ათასი კვადრატული კილომეტრი, ხოლო წყლის საშუალო მოცულობა 11 470 კუბური კილომეტრია. იგი წარმოადგენს წყნარი ოკეანის აუზს და მდებარეობს ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში. დასავლეთიდან ესაზღვრება ავსტრალია, აღმოსავლეთიდან ვანუატუ და ახალი კალედონია, ჩრდილოეთით სოლომონის კუნძულები, ხოლო სამხრეთით – ტასმანიის ზღვა. (ავტორი გენია.ჯი) მასში განთავსებულია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „დიდი ბარიერული რიფი”, რომელიც თავის მხრივ მსოფლიოში უდიდესი ბარიერული რიფია. მისი დიდი ნაწილი მარჯნის ზღვაში ვრცელდება. სახელწოდება ზღვამ მიიღო მასში განთავსებული უამრავი რიფისა და კუნძულის გამო. ზღვის წყლებში მრავლად არის გავრცელებული ზვიგენებისა და თევზების სხვადასხვა სახეობები. შესაბამისად, ზღვის წყალქვეშა ფაუნა და ფლორა საკმაოდ მდიდარი გააჩნია მარჯნის ზღვას. 1979 წლიდან დიდი ბარიერული რიფი ავსტრალიის კუთვნილებაა. 1942 წელს მარჯნის ზღვაში მოხდა დიდი საზღვაო ბრძოლა იაპონურ ფლოტსა და მოკავშირეთა ჯარებს შორის. ბრძოლის შედეგადაც იაპონელებმა დაიკავეს პორტ-მორსბი. მარჯნის ზღვის უმთავრესი პორტებია – კერნსი (ავსტრალია), პორტ-მორსბი (ახალი გვინეა) და ნუმეა (ახალი კალედონია). მარჯნის მასში განთავსებულია ისეთი კუნძულები, როგორებიცაა – ჩესტერფილდი, უილისი, ტრეგსოსი, ბამპტონი და სხვა. – (ავტორი გენია.ჯი)