ალექსანდრე სოლჟენიცინი – “ეპიზოდი”
ნობელიანტი რუსი დისიდენტი მწერალი და ავტორი ცნობილი ნაწარმოებისა „არქიპელაგი გულაგი” - ალექსანდრე სოლჟენიცინი (1918-2008 წლები), უამრავი პრობლემის წინაშე აღმოჩენილა მისი პირადი პოლიტიკური შეხედულებების გამო.1973 წლის 23 აგვისტოს „სუკმა” დააკავა მწერლის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და თანაშემწე ქალბატონი – ელენე ვორონიანსკაია. მისგან ითხოვდნენ დაესახელებინა ადგილი, თუ სად ინახავდა სოლჟენიცინი მის მიერ დაწერილ ახალ ნაწარმეობს – „არქიპელაგი გულაგი”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული მხატვრულ-ისტორიული ნაწარმოები მწერლის მიერ დაწერილ იქნა 1918-1956 წლებში და იგი ძირითადად დაფუძნებული იყო იმ თვითმხილველთა მონათხრობებზე, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს „წითელი იმპერიის” დამქაშების განუსაზღვრელი ძალადობა. ელენემ დაკავების შემდეგ ვერ გაუძლო საშინელ ფიზიკურ და მორალურ ზეწოლას და უშიშროების თანამშრომლებს მიუთითა წიგნის ადგილმდებარეობა, რის შემდეგაც იგი გაანთავისუფლეს. სახლში დაბრუნებულმა ელენემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა… ამან იმდენად აღაშფოთა სოლჟენიცინი, რომ სასწრაფოდ გადაწყვიტა ნებისმიერი იატაქვშა მეთოდით გაევრცელებინა მანამდე საზოგადოებისათვის უცნობი „ანტისაბჭოთა” ნაწარმოები (რასაც მიაღწია კიდეც). მალევე, „არქიპელაგი გულაგი” გავრცელდა ევროპისა და დასავლეთის რიგ ქვეყნებში და ერთგვარად მოჰფინა ნათელი იმ უბედურებას, რაც „რკინის ფარდის” მიღმა მყოფ საბჭოთა იმპერიაში ტრიალებდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ,ალექსანდრე სოლჟენიცინის მიერ დაწერილი – „არქიპელაგი გულაგი” მსოფლიოში ცნობილი ფრანგული გაზეთის Le Monde-ს ვერსიით, „XX საუკუნეში დაწერილ 100 საუკეთესო ნაწარმოებს” შორის მოხვდა… რიგით მე-15 ადგილზე. – (ავტორი გენია.ჯი)