ნაკურუ
ნაკურუ - წარმოადგენს იმ ტბას,რომელიც “კენიის მარგალიტად” არის ცნობილი დღემდე.იგი მდებარეობს აფრიკული სახელმწიფოს კენიის ცენტრალურ ნაწილში,პროვინცია რიფტ-ვალიში,დედაქალაქ ნაირობიდან 140 კილომეტრის დაშორებით,ზღვის დონიდან 1759 მეტრ სიმაღლეზე.ტბის ირგვლივ მდებარეობს ნაკურუს ეროვნული ნაკრძალი,სადაც 56 სხვადასხვა სახეობის ძუძუმწოვარი და 450-მდე სახეობის ფრინველი ბინადრობს.გამოირჩევა განსაკუთრებულად მაღალი შემცველობის მარილიანი წყლით,რის გამოც მისი წყალი ღარიბია წყალმცენარეებით,თევზით და ზოგადად წყალქვეშა სამყაროთი. (ავტორი გენია.ჯი) წყლის დონის მატება ტბაზე,აბსოლუტურად დამოკიდებულია წვიმებზე,რის გამოც ტბის ფართობი ხშირად იცვლება.იგი საზრდოობს ნიროსა და ნდერიტის მდინარეებით.ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო,შესაძლოა ნაკურუს ტბის ფართობი,სხვადასხვა პერიოდებში მოიცავდეს 5 კვადრატული კილომეტრიდან 40 კვადრატულ კილომეტრამდე ფართობს.ტბის მაქსიმალური სიღრმე 2,7 მეტრია.თავად სიტყვა – ნაკურუ,ადგილობრივ მასაიელთა ენაზე – “მტვრიან ადგილს” აღნიშნავს.”ნაკურუს ეროვნული პარკი” ერთ-ერთი უმდიდრესია ფლორითა და ფაუნით მსოფლიოში.ტბის ახლოს მდებარეობს ულამაზესი გეიზერები და აკაციის ტყეები.ტბაზე ბინადრობენ ვარდისფერი ფლამენგოები.გარდა ამისა,მის ნაპირებზე ხშირად შეხვდებით შავ მარტორქებს და სხვა უნიკალური სახეობების ცხოველებს.დიდებული ფლორისა და ფაუნის წყალობით,ნაკურუს ტბის მიდამოებს ტურისტების განსაკუთრებულად დიდი რაოდენობა სტუმრობს. (ავტორი გენია.ჯი)