ჯუზეპე ვერდის “სიცოცხლის უკანასკნელი წუთები”
1900 წლის ზაფხულში გაეტანო ბრეშიმ რევოლვერის ორი გასროლით მონცაში მოკლა უმბერტო I.დედოფალმა მარგარეტმა “ლოცვა” გამოაქვეყნა ქმრის ხსოვნის პატივსაცემად.ჯუზეპე ვერდი ღელავდა.უნდოდა,ამაზე მუსიკა დაეწერა.რამდენიმე ნოტი დაწერა,მაგრამ ხელი და ფანტაზია აღარ ემორჩილებოდა.სანოტო ფურცელზე გაჩნდა მოცახცახე ხელით გამოყვანილი უაზრო ლაქა.”მე აღარ ვცოცხლობ,მხოლოდ ვარსებობ”.მერე სვამს კითხვას,რომელსაც პასუხი არ მოეძებნება: “რაღა ვაკეთო ამქვეყნად?”
21 იანვარს დილით ექიმმა კაპორალიმ მოინახულა.კარგად იყო.ექიმი წავიდა.მსახურის დახმარებით ჩამოჯდა საწოლის კიდეზე და ტანთ იცვამდა.უცბად ამოიკვნესა და გულაღმა გადავარდა.შეშინებულმა მსახურმა იყვირა.ექიმი გამოიძახეს.მაესტროს მარჯვენა მხარეს დამბლა დაეცა.მაშინვე მიიღეს საჭირო ზომები,მაგრამ უკვე აღარავითარი ილუზია აღარ არსებობდა. (ავტორი გენია.ჯი) ფლორენციიდან ჩამოიყვანეს ცნობილი ექიმი,პროფესორი გროკო.ყველაფერი ამაო გამოდგა.დიდი მოხუცი განწირული იყო.მოვიდა დეპეშები მეფისაგან,მინისტრებისაგან,სენატორებისაგან,დეპუტატებისაგან.ბოიტო,რიკორდი,ვერდი-კარარა,ჯუზეპე ჯაკოზა,სასტუმრო “მილანის” პატრონი ერთი წუთითაც არ ტოვებდნენ.რვა დღეს გაუძლო გაუძლო დიადი მოხუცის გულმა – უჩვეულოდ მაგარმა გულმა.ვერდი უძრავად იწვა საწოლში,თვალები დახუჭული ჰქონდა.მკერდი აუდ-ჩაუდიოდა თანაბარი სუნთქვისაგან.27 იანვარს დილის 2 საათსა და 50 წუთზე ერთი წუთით ფართოდ გააღო თვალები,ხელები გაიწვდინა,ოდნავ აცახცახდა.ისე გარდაიცვალა,ვერავინ იცნო,ვინც მის გვერდით იყო.
გათენებისას პირველმა ოთხთვალებმა ჩვეულებრისამებრ ჩაიქროლეს ქალაქის ქუჩებში.სასტუმრო “მილანთან” სვლას ანელებდნენ და წყნარად მიდიოდნენ კომუნის მიერ დაგებულ ჩალაზე,რათა ქალაქის ხმაურს არ შეეწუხებინა დიადი მოხუცი,რომელსაც ახლა მშვიდად და სამუდამოდ ეძინა შავ კოსტუმში გამოწყობილს. (ავტორი გენია.ჯი)