რაფაელ სანტი – “ფორნარინა”
“ფორნარინა” - იტალიურ ენაზე ” La Fornarina”,წარმოადგენს გენიალური იტალიელი მხატვრის,არქიტექტორისა და რენესანსის ეპოქის,ფლორენციული სკოლის უდიდესი წარმომადგენლის - რაფაელ სანტის (1483-1520 წლები),მიერ 1518-1519 წლებში,დაფაზე ზეთის საღებავით შესრულებულ “შედევრ სურათს”.სურათის სიმაღლე 85 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 60 სანტიმეტრი.როგორც ზოგიერთი წყარო იტყობინება,სურათზე გამოსახულია მხატვრის საყვარელი,ნახევრადლეგენდარული და რაფაელის მენატურე ქალი – ფორნარინა,ნახევრად შიშველი სახით.სურათის სიუჟეტზე,იგი ცდილობს შიშველი მკერდის დაფარვას.მის ხელს კი ამშვენებს მხატვრის მიერ წარწერილი “RAPHAEL URBINAS”-ის სამაჯური.(ავტორი გენია.ჯი) როგორც XXI საუკუნეში,სურათზე ჩატარებულმა რეკონსტრუქციამ აჩვენა,თავდაპირველად მხატვარმა დახატა პეიზაჟის ფონი,რომელიც შემდგომ ავტორის მიერვე შეცვლილ იქნა მირტის ხის გამოსახულებით.გარდა ამისა,ფორნარინას თავდაპირველად ხელზე ეკეთა ბეჭედი,რომლის მიხედვითაც სპეციალისტები მსჯელობდნენ,მათ ურთიერთ სიყვარულის ჰიპოთეზაზე.(ავტორი გენია.ჯი) თუმცა მოგვიანებით ავტორის მიერ ესეც ამოღებულ იქნა სურათის გამოსახულებიდან.როგორც ვარაუდობენ,რაფაელმა ფორნარინა,არა მარტო ამ სურათზე ასახა,არამედ იგი გამოსახული ჰყავს,საყოველთაოდ ცნობილ ტილოზე “დონა ველატა”-ზეც.დღესდღეობით,გენიალური იტალიელი მხატვრის რაფაელ სანტის ტილო – “ფორნარინა”,დაცულია იტალიის დედაქალაქ რომში მდებარე “პალაციო ბარბერინის სასახლეში” და დღემდე აოგნებს მნახველს,თავისი გრაციოზულობითა და ესთეტიურობით.